პრო დ2: ორიაკში 4 ქართველს ვიხილავთ, სუთიაშვილი ბრუნდება, მჭედლიძე და ასიეშვილი ძირითადში არიან

პრო დ2: ორიაკში 4 ქართველს ვიხილავთ, სუთიაშვილი ბრუნდება, მჭედლიძე და ასიეშვილი ძირითადში არიან

პარასკევს პრო დ2-ის მეთექვსმეტე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც 12 ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. 

"ორიაკი" "სტად ჟან-ალრიკზე" "ბეზიეს" დაუხვდება. ორიაკელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბეა: კვაჭი ლუკა ნიორაძე, მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა საღინაძე. 

"გრენობლი" "სტად დე ალპზე" "ანგულემს" მიიღებს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი ილია კაიკაციშვილი, ხოლო სტუმართა რიგებში ამავე პოზიციაზე სასტარტოშია ლუკა გოგინავა. 20 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშებს ვეტერანი "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი, რომელიც მარქაფაში იქნება და შეცვლიდან მეორე ხაზს გააძლიერებს.

"ვალანს რომანი" შინ "რუანს" ეთამაშება. ვალანსელთა სასტარტო თხუთმეტეულშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული, ხოლო ნორმანდიელთა ძირითად შემადგენლობაში არიან მარცხენა ბურჯი კახა ასიეშვილი და თამაზ მჭედლიძე, რომელიც ამჯერად ფრთის პოზიციაზე იასპარეზებს. 

ზემოხსენებული სამი შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ 23:45 საათზე "ნევერი" საკუთარ კედლებში "პროვანს რაგბის" დაუპირისპირდება. ნევერელთა ძირითადშია მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე, რომელმაც მიმდინარე პრო დ2-ში უკვე სამი ლელოს დადება მოახერხა, პროვანსელთა თადარიგში კი მარჯვენა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილია.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"