თორნიკე ჯალაღონია ბიარიცის მთავარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს

თორნიკე ჯალაღონია ბიარიცის მთავარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს

ხუთშაბათს პრო დ2-ის მე-16 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.

თბილისის დროით 23:45 საათზე "ვანი" საკუთარ მოედანზე "ბიარიცს" ეთამაშება. სტუმარი გუნდის შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე იასპარეზებს. უმთავრესად აღსანიშნი კი თორნიკე ჯალაღონიას ძირითად შემადგენლობაში გამოჩენაა. 22 წლის მესამეხაზელი მარბიელის პოზიციაზე იასპარეზებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ის "ბიარიცის" მთავარი გუნდის სასტარტო თხუთმეტეულში ითამაშებს. თორნიკეს აქამდე პრო დ2-ში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 11 ოქტომბერს "კარკასონის" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და 15 წუთი ითამაშა.

ჯალაღონიას გარდა, ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი ლუკა აზარიაშვილი. გარდა ამისა, თადარიგში ორივე ბურჯი ქართველია - უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე. 

ზემოხსენებული მატჩის დაწყებამდე, თბილისის დროით 22 საათზე "კოლომიე" შინ "კარკასონს" ეთამაშება. მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"