უოსპსის მწვრთნელი ლაშა ჯაიანზე: "ის ნამდვილად შეავსებს ჩვენი მეორეხაზელების დიდ ჯგუფს"

უოსპსის მწვრთნელი ლაშა ჯაიანზე: "ის ნამდვილად შეავსებს ჩვენი მეორეხაზელების დიდ ჯგუფს"

როგორც იცით, "უოსპსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი დაიმატა.

ქართველი ახალწვეულის შესახებ, მცირე კომენტარი გააკეთა "ბზიკების" მთავარმა მწვრთნელმა ლი ბლეკეტმა.

"მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ლაშას ჩვენ ბორტზე ჩამოყვანა. ის ნამდვილად შეავსებს მეორეხაზელების დიდ ჯგუფს, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს კლუბში. ჩვენ მოუთმენლად ველით მისი განვითარების გაგრძელებას ჩვენთან ასპარეზობის განმავლობაში", - თქვა ბლეკეტმა.

22 წლის ჯაიანმა საქართველოს ნაკრებში 6 კეპი მოხვეჭა მოასწრო. მას დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემოდგომის ერთა თასზე 4-ჯერ ითამაშა, საიდანაც 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ლაშასთვის ინგლისში ასპარეზობა უცხო არ გახლავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში ექსეტერის უნივერსიტეტში თამაშობდა, ზაფხულში კი სამშობლოში დაბრუნდა და მარნეულის "არმაზს" შეუერთდა, თუმცა სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე მას დიდ 10-ში არ უთამაშია. ლაშას ასევე უთამაშია 2017 და 2018 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. 




კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"