ლაშა ჯაიანი: "უოსპსში თამაში საშუალებას მომცემს, რომ კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო"

ლაშა ჯაიანი: "უოსპსში თამაში საშუალებას მომცემს, რომ კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო"

როგორც იცით, "უოსპსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი დაიმატა.

"ბზიკების" ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველის მცირე კომენტარი დაიდო. ლაშა გახარებულია, რომ ასეთი დონის კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცა და მოუთმენლად ელის ასპარეზობის დაწყებას. 

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ასეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბს. ეს არის დიდი პატივი, რომ მივიღე ასეთი შესაძლებლობა და მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ დასაწყისით. "უოსპსში" თამაში საშუალებას მომცემს, რომ ჩემს პროფესიონალურ კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო", - განაცხადა ჯაიანმა.

22 წლის ჯაიანმა საქართველოს ნაკრებში 6 კეპი მოხვეჭა მოასწრო. მას დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემოდგომის ერთა თასზე 4-ჯერ ითამაშა, საიდანაც 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ლაშასთვის ინგლისში ასპარეზობა უცხო არ გახლავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში ექსეტერის უნივერსიტეტში თამაშობდა, ზაფხულში კი სამშობლოში დაბრუნდა და მარნეულის "არმაზს" შეუერთდა, თუმცა სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე მას დიდ 10-ში არ უთამაშია. ლაშას ასევე უთამაშია 2017 და 2018 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"