დავით ზირაქაშვილი: "ირაკლი აბუსერიძეს მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს"

დავით ზირაქაშვილი: "ირაკლი აბუსერიძეს მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს"

ლეგენდარული ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა "სპორტის საათის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 30 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ზირაქაშვილმა ირაკლი აბუსერიძეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტნის შესაძლებლობებში და მხარს უჭერს იმიტომ, რომ სურს ქართული რაგბის წინსვლა. გარდა ამისა, "ზირაქამ" აღნიშნა, რომ აბუსერიძის ოპონენენტების ერთი ნაწილი, საერთოდ არ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის აბუსერიძის რაგბის კავშირის სათავეში მოსვლის წინააღმდეგი და არ გამორიცხა, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, პირადი მიზნები იყოს.  

"თუ ვის ვუჭერ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს ალბათ ყველამ კარგად იცის რამდენიმე თვის წინ ჩაწერილი ინტერვიუდან. ჩემი აზრით, ეს არჩევნები დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულიყო და ასე არ უნდა გაწელილიყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ დაიგეგმა და ტარდება 30 დეკემბერს. რაც შეეხება იმას, თუ რას ვფიქრობ ამ არჩევნებზე, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი მხარდაჭერა ირაკლი აბუსერიძეს ეკუთვნის, რადგან ვფიქრობ და ვთვლი, რომ ქართულ რაგბის დღეს ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. ყოველთვის მაგას ვიძახდი მე, რომ არ არის მასე, მოვიდეს ვიღაც და თქვას, მე ამ და იმ ცვლილებებს გავაკეთებ. მე რასაც ვიძახი, იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა და მწამს ირაკლის შესაძლებლობების და მე ისიც ვთქვი, რომ ირაკლი არ მოდის მარტო, მას აბსოლუტურად ყველა დაუდგება გვერდში, იმისთვის, რომ გამართოს და გააკეთოს ის მართვა, რომლითაც ქართული რაგბი წავა წინ და არ ივლის უკან-უკან, როგორც ხდება დღეს, სამწუხაროდ. 

მე არ ვარ კანდიდატი და კანდიდატების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, თუ როგორ ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ მე რაც შემიძლია ვთქვა, როგორ შეიძლება დღეს, 21-ე საუკუნეში მიდიოდეს ხელჩართული ბრძოლა და ჩხუბი ასეთ რამეზე. რაზე? რომ რაგბი წინ წავიდეს? ეს იქნება სამარცხვინო. ერთ რაღაცას გეტყვით, ადამიანები ვინც იძახიან, რომ მე კონკრეტულად რომელიღაც კანდიდატს მხარს ვუჭერ, მოდი ისიც დაგვიკონკრეტონ, თუ რატომ უჭერენ მხარს. მე ამიტომ ვიძახი და ამიტომამ არ მრცხვენია ამის თქმა, მე როდესაც ვამბობ, რომ ირაკლი აბუსერიძეს ვუჭერ მხარს, მე ვუჭერ მხარს ზუსტად იმისთვის, რომ ქართული რაგბი წავიდეს წინ და არა იმიტომ, რომ რამე ველოდები ვინმესგან. მოდით მაშინ ასე გავაკეთოთ, ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და ვინც ხმას აძლევს, ელოდება რამეს ამ ხმის მიცემისგან თუ არაფერს? არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე ვერ მოგცემთ იმის 100%-იან გარანტიას, რომ ვიღაცეები იმ ადამიანებიდან, რომლებიც ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ არიან, არ ელოდებიან რამეს. აი მე იმიტომ ვიძახი ასე თამამად და ამაყად, ირაკლის მხარს ვუჭერ, იმის მიუხედავად, რომ ჩემი მხარდაჭერა რას ნიშნავს? მე ხმის მიცემა არ მეკუთვნის, მე აგერ საქართველოდან 4000 კილომეტრის დაშორებით საფრანგეთში ვარ, მაგრამ მე ამას გულიძახილით, გულწრფელად ვამბობ, რადგან მე მინდა, რომ ქართული რაგბი განვითარდეს! მე არ ველოდები არავისგან არაფერს, უბრალოდ ვიძახი, ხალხო ასე თუ გაგრძელდა ხელჩართული ჩხუბი, ბრძოლა 21-ე საუკუნეში არ იქნება არანაირი წინსვლა. 

რა თქმა უნდა, რომ არჩევნები მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს. მგონი ყველა ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნებაა ასე რომ ვთქვათ რაგბი ოჯახში. ნუ ამაზე კიდევ ცალკე საუბარი შეიძლება იყოს, თვითონ რაგბის ოჯახს რაც შეეხება. ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვიღაც-ვიღაცეები ვინც მოვლენ იმიტომ, რომ რაღაც ნამცეცები აკრიფონ ასე რომ ვთქვათ, იმათთვის მიუღებელი იყოს ეს მდგომარეობა. ამიტომაც, გეუბნები, რომ სასირცხვინოც არის იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩხუბში და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდოს. ზუსტად ამიტომ მინდა, რომ ირაკლი აბუსერიძე მოვიდეს რაგბის კავშირის სათავეში, რომ გაიწმინდოს და დაემსგავსოს ჩვეულებრივ წინწასული ქვეყნების ფედერაციებს, ორგანიზაციებს და არ ჰგავდეს მე-19 საუკუნის ორგანიზაციებს და დასრულდეს მიდგომები, ჩემი ბიძაშვილი რომ ხარ მაგიტო გამუშავებ ან ჩემი დეიდაშვილის ქმარი რომ ხარ მაგიტომ დაგასაქმებ დამლაგებლად. ეს ყველაფერი უნდა მოიშალოს", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების და ფრანგული "კლერმონის" ლეგენდარულმა ბურჯმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"