ოფიციალურად: პრო 14-ს ოთხი გუნდი დაემატება და ახალი ტურნირი შეიქმნება

ოფიციალურად: პრო 14-ს ოთხი გუნდი დაემატება და ახალი ტურნირი შეიქმნება

რამდენიმე წუთის წინ, გინეს პრო 14-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

გათამაშებას "საუზერნ კინგსი" და "ჩიტასი" გამოაკლდება, რომელთა ნაცვლად ოთხი სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი "ბულზი", "შარქსი", "ლაიონსი" და "სტორმერსი" დაემატებიან, რომლებიც აქამდე სუპერ რაგბიში ასპარეზობდნენ.

2020/2021 წლების სეზონში სამხრეთაფრიკული გუნდები განსხვავებულად მიიღებენ მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ პრო 14-ის 2020/2021 წლების სეზონი უკვე დაწყებულია. პრო 14-ის რეგულარული გათამაშება, რომელშიც წელს მონაწილეობას 12 გუნდი იღებს, 16 ტურად გაიმართება და მარტის ბოლოს დასრულება - ფინალი კი 27 მარტს ჩატარდება. ასევე შედგება 2021/2022 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩიც, რის შემდეგაც 17 აპრილს დაიწყება "ცისარტყელას თასი" (Rainbow Cup), რომელსაც ოთხივე ზემოხსენებული სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი დაემატება.

16 გუნდი გადანაწილდება ორ რვაგუნდიან ჯგუფში, ხოლო ჯგუფების გამარჯვებულები ფინალში ერთმანეთს შეერკინებიან. თითოეულ ჯგუფში გადანაწილებულნი იქნებიან: ორ-ორი სამხრეთაფრიკული, ირლანდიური, უელსური და თითო იტალიური და შოტლანდიური გუნდები. თითოეული გუნდი საკუთარი ჯგუფის მოწინააღმდეგეს ერთხელ დაუპირისპირდება, ხოლო ფინალი 19 ივნისს შედგება, სადაც ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულები შეერკინებიან.

საერთო ჯამში 57 შეხვედრა ჩატარდება და ტურნირს ისეთი მაუწყებლები გააშუქებენ, როგორებიც არიან: Premier Sports, eir Sport, S4C, TG4, DAZN, Super Sport.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"