როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდმა დიდი გამოცდილება შეიძინა და იმედოვნებს, რომ პროგრესი გაგრძელდება.
„ყველა ასეთი ტურნირი, ასეთი მაღალი დონის თამაში გვაჩვენებს, თუ სად ვართ და რამდენით ჩამოვრჩებით ტიერ1-ის გუნდებს, საითაც ჩვენ მივისწრაფით. ასევე გვაჩვენებს, თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ტურნირის დადებითად შეფასება ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ არც უარყოფითად უნდა შეფასდეს“ – ამბობს 36 წლის ვეტერანი, რომელსაც 2005-2019 წლებში ბორჯღალოსნების კვართით 71-ჯერ უთამაშია.
საქართველომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩი გამართა, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით კი, „შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისს, უელსს, ირლანდიას და ფიჯის ეთამაშა:
„შოტლანდიასთან მატჩით დაწყებული, თამაშიდან თამაშამდე იყო გაუმჯობესება. თუ არ ჩავთვლით ფიჯისთან შეხვედრას, გვქონდა დიდი წინსვლა. შოტლანდიასთან შეხვედრით გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ პანდემიის შემდეგ პირველი თამაში იყო, მორაგბეთა უმეტესობას რვა თვე არ ჰქონდა ნათამაშები და იმედს ვიტოვებდი, რომ გაუმჯობესება იქნებოდა“.
„ინგლისთან თამაშს კარგს ვერ დავარქმევ, მაგრამ აშკარად იყო უკეთესობა. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ინგლისი ტურნირის გამარჯვებული გახდა და ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით, მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა“.
„მერე იყო უელსთან შეხვედრა, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობა დაგვიყენა და ჩემი აზრით გამარჯვებაც შეიძლებოდა. მაგრამ ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი ძნელი. უელსის შემადგენლობას რომ ვუყურებდი ყველა მოთამაშეს ვცნობდი, ზოგი ჩემი თანაგუნდელი იყო და ყველა მათგანს ზურგს უმაგრებს პრო 14-ში თამაშის გამოცდილება. ამ დროს ჩვენი მოთამაშეების უმრავლესობა კლუბში დიდი ხნის უთამაშებელი იყო. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ჩვენი სათამაშო ხარისხი ბევრად მაღალი იქნებოდა, მაგრამ როდესაც დიდი 10-იდან ამ დონეზე ხვდები, ძალიან რთულია ქულების აღების შანსი, რომლებიც გეძლევა, სათანადოდ გამოიყენო“.
„ყველაზე მეტად კმაყოფილი ირლანდიასთან მატჩით დავრჩი, იმიტომ, რომ შევუტიეთ. გვქონდა გადაბმული ფაზები, რაც ასეთი დონის გუნდებთან რთული შესასრულებელია. მე წლები ვთამაშობდი ამ დონეზე და ვიცი როგორ აგრესიულ დაცვას თამაშობენ, როგორ სწრაფად წევენ ხაზს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ფაზების გადაბმა და კვესელაძემ გაიტანა ტურის და ჩემპიონატის საუკეთესო ლელო“.
„სამწუხარო იყო ფიჯისთან თამაში. მეტოქემ ფიზიკურად დაგვჩაგრა და როდესაც ჩვენ ფიზიკურად ვიჩაგრებით, ჩვენი პლიუსები ქრება“.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.