ევროპაში, სავარაუდოდ, მესამე ევროტურნირი აღდგება

ევროპაში, სავარაუდოდ, მესამე ევროტურნირი აღდგება

ცნობილი რუსულენოვანი პორტალი Rugger.Info წერს, რომ 2021 წლიდან მესამე საკლუბო ევროტურნირი აღდგება. 

როგორც იცით, 2020/2021 წლების სეზონში მეორე და მესამე დონის ქვეყნები ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, რაც ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) პანდემიით გამოწვეული სირთულეებით ახსნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებულ კონტინენტის ფარს (ფორმატი ჯერჯერობით უცნობია) 2021 წლის ოქტომბრიდან ვიხილავთ და გამარჯვებული ჩელენჯ თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. როგორც ცნობილია, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ რუსული, ესპანური, გერმანული და დიდი ალბათობით, რუმინული კლუბები. გათამაშებაში მონაწილეობაზე მზადყოფნას გამოთქვამს სამხრეთაფრიკული "ჩიტასი", რასაც მათი განცხადებაც მოწმობს: "ჩიტასმა" შეიტანა განაცხადი ევროპის ახალ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გვხიბლავს ამ ტურნირზე თამაშის პერსპექტივა და ვიმედოვნებთ, რომ მიგვიღებენ. შეჯიბრების დეტალებს ევროტურნირების ორგანიზატორები დაამტკიცებენ."

ნახსენები არ არიან ქართული კლუბები და როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას განახლებულ კონტინენტის ფარზე 2021/2022 წლების სეზონში. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის, კონტინენტური ლიგის ჩატარება 2020 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეუძლებელი გახდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"