ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი - ახალზელანდიურ-ავსტრალიური ჩემპიონატის დაწყების თარიღი ცნობილია

ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი - ახალზელანდიურ-ავსტრალიური ჩემპიონატის დაწყების თარიღი ცნობილია

როგორც იცით, პანდემიის გამო 2020 წლის სუპერ რაგბი მარტის პირველ ნახევარში მეშვიდე ტურის შემდეგ შეწყდა და ჩვეული ფორმატით აღარ განახლდა: სუპერ რაგბი ავსტრალია და სუპერ რაგბი აოტეაროა ზაფხულში ჩატარდა, სამხრეთ აფრიკული სუპერ რაგბი შემოდგომაზე გაიმართა, ხოლო არგენტინული "ხაგუარესისთვის" და იაპონური "სანვულვზისთვის" სეზონი ნაადრევად დასრულდა.

ცნობილია, რომ სუპერ რაგბი ავსტრალია და სუპერ რაგბი აოტეაროა 2021 წელსაც გაიმართება. ახალზელანდიური სუპერ რაგბი, რომელშიც კვლავ 5 ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას 26 თებერვალს დაიწყება და რეგულარული ჩემპიონატი 10 ტური გაგრძელდება, რომელიც 1 მაისს დასრულება, ხოლო ფინალური მატჩი 8 მაისს შედგება, რომელშიც ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილოსნები შეერკინებიან. ასევე 5-გუნდიანი ავსტრალიური სუპერ რაგბი კი 19 თებერვალს აიღებს სტარტს, ისიც 10 ტურად ჩატარდება და 24 აპრილს დასრულდება, შემდეგ 1 მაისს ერთამნეთს მეორე-მესამე ადგილოსნები დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული 8 მაისს ფინალში რეგულარულ გათამაშებაში პირველ პოზიციაზე გასულ გუნდს ეთამაშება. სამხრეთ აფრიკული გუნდები დიდი ალბათობით გაისად პრო 14-ს დაემატებიან და სავარაუდოდ, ისინი შიდა სუპერ რაგბის აღარ ჩაატარებენ, ხოლო არგენტინული "ხაგუარესის" მომავალი ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია. 

ახლახანს კი გაირკვა, რომ 2021 წლიდან ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი ანუ ავსტრალიურ-ახალზელანდიური სუპერ რაგბი გაიმართება, რომელშიც ხუთ-ხუთ ავსტრალიური და ახალზელანდიური ფრანჩაიზი მიიღებს მონაწილებას. ტურნირი მას შემდეგ დაიწყება, რაც სუპერ რაგბი ავსტრალია და სუპერ რაგბი აოტეაროა დასრულდება. ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი 14 მაისს დაიწყება, რეგულარული ჩემპიონატი 5 ტურს გასტანს, რომელშიც ავსტრალიური და ახალზელანდიური ფრენჩაიზები ერთმანეთს თითოჯერ შეერკინებიან, ფინალური მატჩი კი 19 ივნისს გაიმართება. 

2021 წლის ტრანს-ტასმან სუპერ რაგბის კალენდარი ასე გამოიყურება:

I ტური

14 მაისი


დანიდინი | ჰაილენდერსი - რედსი

ადგილი უცნობია | ვორათასი - ჰარიქეინსი

15 მაისი

კრაისტჩერჩი | კრუსეიდერსი - ბრამბიზი

მელბურნი | რებელსი - ბლუზი

პერთი | ვესტერნ ფორსი - ჩიფსი

II ტური

21 მაისი


ველინგტონი | ჰარიქეინსი - რებელსი

პერთი | ვესტერნ ფორსი - ჰაილენდერსი

22 მაისი

ოკლენდი | ბლუზი - ვორათასი

ჰამილტონი | ჩიფსი - ბრამბიზი

ბრიზბენი | რედსი - კრუსეიდერსი

III ტური - სუპერ რაუნდი

28 მაისი


რებელსი - ჰაილენდერსი

ვესტერნ ფორსი - ჰარიქეინსი

29 მაისი

ვორათასი - კრუსეიდერსი

ბრამბიზი - ბლუზი

რედსი - ჩიფსი

* მესამე ტურის მატჩების ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია

IV ტური

4 ივნისი


კრაისტჩერჩი | კრუსეიდერსი - ვესტერნ ფორსი

ბრიზბენი | რედსი - ბლუზი

5 ივნისი

ჰამილტონი | ჩიფსი - რებელსი

დანიდინი | ჰაილენდერსი - ვორათასი

კანბერა | ბრამბიზი - ჰარიქეინსი

V ტური

11 ივნისი


ველინგტონი | ჰარიქეინსი - რედსი

კანბერა | ბრამბიზი - ჰაილენდერსი

12 ივნისი

მელბურნი | რებელსი - კრუსეიდერსი

ოკლენდი | ბლუზი - ვესტერნ ფორსი

ადგილი უცნობია | ვორათასი - ჩიფსი

ფინალი - 19 ივნისი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"