საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას დაესწრება

დღეს 14 დეკემბერს პარიზში 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართება. პროცესი პარიზის დროით 12 საათზე, ანუ თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, მასპინძელი საფრანგეთის გარდა, ყველა სხვა გუნდის წარმომადგენელი პროცესში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ, ხოლო კენჭისყრის დასრულების შემდეგ, "ზუმის" მეშვეობით პრესკონფერენციები შედგება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის პროცესს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრება, რომელმაც აღნიშნა, რომ კენჭისყრის ცერემონიალზე დასწრება მისთვის დიდი პატივია, ხოლო მსოფლიო თასის მასპინძლობა მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო მოვლენაა.

2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის განრიგი:

15:00 - 15:40 | 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის პროცესი;
15:55 - 16:10 | "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტის ბერნარდ ლაპორტის და 2023 წლის მსოფლიო თასის თავმჯდომარის კლოდ ატჩერის პრესკონფერენცია;
16:15 - 16:45 | A ჯგუფის გუნდების მთავარი მწვრთნელების მედია კონფერენცია
16:50 - 17:20 | B ჯგუფის გუნდების მთავარი მწვრთნელების მედია კონფერენცია
17:25 - 17:55 | C ჯგუფის გუნდების მთავარი მწვრთნელების მედია კონფერენცია
18:00 - 18:30 | D ჯგუფის გუნდების მთავარი მწვრთნელების მედია კონფერენცია 


© Worldrugby

2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება 12 გუნდმა უკვე მოიპოვა და დარჩენილია 8 ადგილი. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლა 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს.

მსოფლიო თასის კენჭისყრაზე გუნდები გადანაწილებულნი ასე იქნებიან:

I კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი;
II კალათა: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია;
III კალათა: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია;
IV კალათა: ოკეანეთი 1, ევროპა 1, ამერიკა 1, აზია/წყნარი ოკეანეთი;
V კალათა: აფრიკა 1, ევროპა 2, ამერიკა 2, რეპეშაჟის გამარჯვებული.

შენიშვნა - გუნდები კალათებში განლაგებულნი არიან 2020 წლის 1 იანვრის რეიტინგის მიხედვით.

2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულება. ტურნირს 9 ქალაქი უმასპინძლებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"