სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბე რაგბიდან 4 წლით მოკვეთეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბე რაგბიდან 4 წლით მოკვეთეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების გარემარბი აფივე დიანტი აკრძალული პრეპარატების მიღების გამო რაგბიდან 4 წლით, 2023 წლის აპრილამდე მოკვეთეს.

26 წლის მორაგბე აკრძალული პრეპარატების მიღებაში 2019 წლის ივლისში გამოიჭირეს და მისი საქმის განხილვა კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გადაიდო, საბოლოოდ ის 5 ნოემბერს დასრულდა და ვერდიქტი მსოფლიო რაგბის 21-ე რეგულაციის შესაბამისად მიიღეს. 

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა დისკვალიფიკაციის შესახებ მორაგბის მხარეს უკვე აცნობეს. 

აფივე დიანტი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2018-2019 წლებში თამაშობდა, რა დროსაც "სპრინგბოკსის" რიგებში 13 შეხვედრის ჩატარება და 6 ლელოს დადება მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება