რუსეთთან მატჩი, შესაძლოა, საბოლოოდ გაუქმდეს და რაგბი ევროპაზე გუნდების რაოდენობა გაიზარდოს

რუსეთთან მატჩი, შესაძლოა, საბოლოოდ გაუქმდეს და რაგბი ევროპაზე გუნდების რაოდენობა გაიზარდოს

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები, შესაძლოა, საბოლოოდ გაუქმდეს და 2021 წლის გათამაშებაში გუნდების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდოს.

აღნიშნულ ინფორმაციას t2rugby.com-ზე ავრცელებენ, სადაც წერია, რომ სამშაბათს 15 დეკემბერს "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭო შეიკრიბება, სადაც განიხილავენ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ჩატარება/არჩატარების საკითხს და იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურის მატჩები გაუქმდება, შესაძლოა, 2021 წლის ტურნირზე გუნდების რაოდენობა გაზარდონ და ნიდერლანდები მეშვიდე გუნდად დაამატონ, რომელიც რაგბი ევროპის ალაფის გამარჯვებული გახდა და წესით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანთან ელიტაში გადასასვლელი მატჩი უნდა ეთამაშა, მაგრამ ოქტომბერში ჩანიშნული ბოლო ტურის მატჩები გაუქმდა და ნიდერლანდების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ოთხი ტური ჩატარდა და საქართველომ საჩემპიონო ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ბოლო ტურის მატჩები კი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯერ მარტში, ხოლო შემდგომ ნოემბერში გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"