ფიჯი მსოფლიო რაგბისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ფიჯი მსოფლიო რაგბისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ფიჯურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიჯის რაგბის კავშირი "მსოფლიო რაგბისგან" ფინანსური დახმარების სახით 4 მილიონ ფიჯურ დოლარს მიიღებს (დაახლოებით 1 929 431 ამერიკული დოლარი), რითაც ისინი გაისტუმრებენ მწვრთნელების ხელფასებს და ასევე მგზავრობის ხარჯებს.

გარდა ამისა, ფიჯელები მიიღებენ შემოსავალს "ამაზონისგან", რომელიც შემოდგომის ერთა თასის მთავარი გამშუქებელი გახლდათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება "მფრინავი ფიჯელების" წილი სატელევიზიო შემოსავლებიდან. 

როგორც იცით, ფიჯელებმა კორონავირუსით დაინფიცირების გამო შემოდგომის ერთა თასზე მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარეს, რომელშიც მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველო 38:24 დაამარცხეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"