ინგლისი სამხრეთ აფრიკასთან რევანშის აღებას 2021 წლის ნოემბრის ტესტებზე შეეცდება

ინგლისი სამხრეთ აფრიკასთან რევანშის აღებას 2021 წლის ნოემბრის ტესტებზე შეეცდება

ინგლისის ნაკრები 2021 წლის ნოემბრის ტესტებზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ცნობა ინგლისის რაგბის კავშირმა გუშინ დაადასტურა. 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ "წითელი ვარდები" შემოდგომის ტესტების დასკვნით მატჩს "თვიქნემზე" მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში სწორედ ინგლისი დაამარცხა (32:12) და ედი ჯონსის შეგირდებს პირველი შანსი მიეცემათ, რომ "სპრინგბოკსის" წინააღმდეგ რევანში აიღონ.

სამხრეთ აფრიკასთან რკენამდე კი, ინგლისელები ჯერ მეორე დონის ერთ-ერთ ქვეყანას (რომლის ვინაობაც მოგვიანებით დადასტურდება) და ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ინგლისის ნაკრების განრიგი 2021 წლის ნოემბრის ტესტებზე:

6 ნოემბერი, ინგლისი VS ტიერ 2-ის ქვეყანა;

13 ნოემბერი, ინგლისი VS ავსტრალია;

20 ნოემბერი, ინგლისი VS სამხრეთ აფრიკა.




კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"