7 თებერვალს გასამართ მატჩს ფრანგი იმსაჯებს.
შემოდგომის ერთა თასის მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ერთმანეთს საქართველოს და ფიჯის ნაკრებები შეერკინენ.
შეხვედრამ ფიჯის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა და ახალმა მთავარმა მწვრთნელამ ვერნ კოტერმა დებიუტი დამსახურებული გამარჯვებით აღნიშნა. "მფრინავმა ფიჯელებმა" მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს და საწყის 20 წუთში სამი ლელოს დადება მოახერხეს. ლელოები ნემანი ნადოლომ, ჯოშუა ტუისოვამ და იოჰან დაიერმა დადეს, ხოლო ქართველთაგან 22-ე წუთზე გიორგი მელიქიძემ შეძლო ლელოს გატანა, გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ შეასრულა ზუსტად და ტაიმი 10:19 დასრულდა.
მეორე ნახევარიც ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო. ჯერ კუნავულამ დადო ლელო, შემდეგ კი ნემანი ნადოლომ გაიფორმა კიდევ ორი ლელო და ჰეთ-თრიკი გაიფორმა. "ბორჯღალოსნებიდან" მატჩის დასკვნით 15 წუთში ბექა საღინაძემ შეძლო დუბლის შესრულება და მატჩი 24:38 დასრულდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასი მერვე ადგილზე დაასრულა, ხოლო ფიჯიმ, რომელმაც კორონავირუსის გამო მხოლოდ ეს შეხვედრა ჩაატარა, მეშვიდე ადგილი დაიკავა.
7 თებერვალს გასამართ მატჩს ფრანგი იმსაჯებს.
დაახლოებით ორი კვირის გაუწყეთ, რომ ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკი" ბასკური "ბაიონის" მიერ ბექა გორგაძის სამსახურით
გაგაცნობთ განვლილი დღეების უცხოურ სარაგბო სიახლეებს.
გაგაცნობთ განვლილი დღეების ქართულ სარაგბო სიახლეებს.