საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას შეხვდეს

საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას შეხვდეს

ცნობილი სარაგბო გამოცემის Americasrugbynews.com-ის რედაქტორი პოლ ტეიტი, რომელიც ძირითადად არგენტინულ და სამხრეთ ამერიკულ რაგბიზე წერს, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ტეიტმა 3 დეკემბერს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზაფხულის ტესტებზე არგენტინის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები დაასახელა. მისი ცნობით, "პუმები" 2021 წლის ზაფხულის ტესტებზე უელსს საკუთარ კედლებში ორჯერ მიიღებენ, ხოლო მესამე მატჩში საქართველოს ან ფიჯის უმასპინძლებენ.

საინტერესოა, რომ "ვიკიპედიასაც" 2021 წლის ზაფხულის ტესტების მესამე სათამაშო კვირას, 7 აგვისტოს არგენტინა - საქართველოს მატჩი აქვს ჩანიშნული. თუმცა, "ვიკიპედიას" 24 და 31 ივლისს არგენტინის ნაკრების მეტოქედ შოტლანდიას ჰყავს მონიშნული და ამ მხრივ, ტეიტის ცნობას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, საქართველოს და არგენტინის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ: სამჯერ მსოფლიო თასზე და ორჯერ ტესტ-მატჩის ეგიდით არგენტინაში. ხუთივე შემთხვევაში "პუმებმა" იმარჯვეს. უკანასკნელი რკენა კი 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე შედგა - არგენტინელებმა ხუხუიში 45:29 იმარჯვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შოტლანდიურმა გაზეთმა Sportsmail-მა დაწერა, რომ შოტლანდიის ნაკრებს ზაფხულში აღმოსავლურ ევროპული ტურნეს მოწყობა სურს და თუ კორონავირუსის გამო დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები დროულად მოიხსნება და "ნარშავებს" ივლისში აღმოსავლეთ ევროპაში სტუმრობა შეეძლებათ, ისინი რუმინეთს და საქართველოს ესტუმრებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"