შემოდგომის ერთა თასის ფინალური წყვილები ცნობილია

შემოდგომის ერთა თასის ფინალური წყვილები ცნობილია

დღეს შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის ბოლო შეხვედრა ირლანდიას და საქართველოს შორის გაიმართა, რის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა ოფიციალურად გაირკვა.

ჯერ ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა ითამაშებს თუ არა ფიჯის ნაკრები დასკვნით შეხვედრაში, თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაში ორივე ჯგუფის ბოლო ადგილოსნები საქართველო და ფიჯი შაბათს 16:00 საათზე ერთმანეთს მე-7 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. 

თავიანთ ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს უელსმა და იტალიამ, შესაბამისად ისინი შაბათს 20:45 საათზე მე-5 ადგილისთვის ითამაშებენ. ხოლო მესამე ადგილისთვის ირლანდია და შოტლანდია იბრძოლებენ. 

ტურნირის კულმინაცია კვირას იქნება, როდესაც ჯგუფების გამარჯვებულები ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები "თვიქნემზე" გასამართ ფინალში ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 18:00 საათზე გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"