ფრანგული რაგბის ლეგენდა მოულოდნელად გარდაიცვალა

ფრანგული რაგბის ლეგენდა მოულოდნელად გარდაიცვალა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს გარდაიცვალა ფრანგული რაგბის ლეგენდა კრისტოფ დომინისი. 

დომინისი 48 წლის იყო და უცნობია, თუ რამ გამოიწვია მისი უეცარი გარდაცვალება. ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998-2007 წლებში გამოდიოდა და ამ დროის მანძილზე 67 კეპი მოიხვეჭა. გულშემატკივარს კი ის ყველაზე მეტად 1999 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დადებულ ბრწყინვალე ლელოთი ემახსოვრება. 

საკლუბო თვალსაზრისით დომინისი 1993-1997 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა, კარიერის ძირითადი ნაწილი კი "სტად ფრანსეში" გაატარა, სადაც 1997-2008 წლებში 5-ჯერ მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოგება. 

დომინისი ბოლოს ბეზიეს პროექტში იყო ჩართული, სადაც არაბი ინვესტორების მეშვეობით კლუბის აღორძინებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით სკანდალები მოხდა და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"