ლევან მაისაშვილი ზურაბ ჟვანიაზე: "არავის დამატებას არ ვგეგმავთ"

ლევან მაისაშვილი ზურაბ ჟვანიაზე: "არავის დამატებას არ ვგეგმავთ"

ფოტო: rugby.ge

შაბათს უელსთან 0:18 მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც შერკინებაში მიღებულ ბევრ ჯარიმებსა და ზურაბ ჟვანიას გამოძახებაზე დასმულ საკმაოდ აქტუალურ კითხვასაც უპასუხა.

"მე არ ვთვლი, რომ შერკინებაში დაჯარიმება მიშა ნარიაშვილის პრობლემა იყო. ეს იყო სისტემური პრობლემა, აღვნიშნე კიდევაც, რომ მათი სამი ნომერი პირველი ვარდებოდა. რაც შეეხება დამატებას, არავის დამატებას არ ვგეგმავთ. ზურაბ ჟვანიას თუ შევადარებთ ძალიან კარგია ღია თამაშში, თუმცა შერკინებაში დგომში ვერ ვიტყვი, რომ მიშა ნარიაშვილზე უკეთესად დგას. 

არ ვთვლი, რომ დღევანდელი ჯარიმები მიშა ნარიაშვილის პრობლემა იყო. ეს იყო სისტემური პრობლემა ზოგადად გუნდის, შერკინების მთლიანად და არა კონკრეტულად ერთი პოზიციის" - განაცხადა მაისაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას შეხვდეს
3 ერი: ავსტრალია - არგენტინა (თამაშის სანახავი ბმულები)
საქართველო რევანშისთვის იბრძოლებს, ფიჯი - ვერნ კოტერის წარმატებული დებიუტისთვის (პრევიუ)
ებენ ეტზებეთის კურიოზი ბრივთან მატჩში (VIDEO)