საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მშრალი ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მშრალი ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ზედიზედ მეორე მშრალი მარცხი განიცადა. ამჯერად "ბორჯღალოსნები" უელსთან 0:18 დამარცხდნენ.

უელსელებმა ტაიმი 10:0 მოიგეს. ლუის რის-ზემიტმა ლელო 25-ე წუთზე დადო, გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი კალუმ შიდმა გაიტანა. მეორე ნახევარში იმავე შიდმა 51-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, ხოლო მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა რის ვებმა საქართველოს ნაკრები მეორედ დაალელოვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორი შეხვედრის შემდეგ, "ბორჯღალოსნებს" 0 ქულა აქვს. ბურთების შეფარდება: 0 გატანილი ქულა და 58 გაშვებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"