"ისინი პროფესიონალი აფერისტები არიან" - რუსული კლუბი ქართველ მორაგბეებს ხელფასს არ უხდის

"ისინი პროფესიონალი აფერისტები არიან" - რუსული კლუბი ქართველ მორაგბეებს ხელფასს არ უხდის

ქართველმა მორაგბეებმა ბურჯმა ზურაბ ერისთავმა, შუამარბმა ლაშა მალაღურაძემ და უკანახაზელმა გიორგი აფციაურმა "ვვა-პადმასკოვიე" ნაადრევად დატოვეს. როგორც რუსულენოვანი გამოცემა Rugger.Info წერს, მიზეზი მხარეებს შორის უთანხმოებაა. კონკრეტულად კი, რუსულმა კლუბმა ქართველ მორაგბეებს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა. 

2020 წლის რუსეთის ჩემპიონატმა სტარტი ივნისში აიღო. სეზონის დაწყებამდე ზემოხსენებულმა სამმა ქართველმა მორაგბემ "ვვა-პადმასკოვიესთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, სეზონის სტარტზევე ჩასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო შემდგომ მხოლოდ ლაშა მალაღურაძე თამაშობდა რეგულარულად.

ზემოხსენებული გამოცემა გიორგი აფციაურს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება და მასთან დეტალების გარკვევა სცადა. ქართველი მორაგბის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი მორაგბეები მოატყუა.

"ჩვენი კონფლიქტი ძალიან დიდი თემაა. ბევრგან მითამაშია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არსად მინახავს. აქ საქმე არის ფულშიც, საცხოვრებელშიც და პირად ურთიერთობებშიც. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. "ვვა-პადმასკოვიეში" ზურაბ ერისთავთან ერთად მივედი, რომელმაც ჩემზე ადრე დატოვა კლუბი და ხელფასზე ისიც მოატყუეს. მე მათ ვუთხარი, "მომეცით თანხა, მე მაქვს ხელშეკრულება თქვენთან." მათ ამაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი პაველ ბარანოვსკიმ მითხრი: "მე ვიცით, რომ ოთხთვიანი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული, მაგრამ ერთი თვის ფულს მოგცემთ. იძულებული გავხვდი, რომ ამას დავთანხმებულიყავი", - განუცხადა აფციაურმა Rugger.Info-ს.

ქართველი მორაგბის აზრით, მინინოში ცხოვრების პირობებიც ეგზოტიკური იყო: "მე და ზურაბი დაგვაბინავეს სასტუმროში, რომელიც ბორდელს ჰგავდა. შემდეგ ბინაში გადაგვიყვანეს მონინოში, სადაც ქვის ხანა დაგვხვდა! ჭუჭყი, მტვერი! საშინელებაა! ჩვენ სპორტსმენები ვართ და ვამბობთ, რომ ყველგან და ყოველთვის კარგ პირობებში ვცხოვრობდით, ეს ფაქტორი არავის აღელვებდა. ისინი პროფესიონალი აფერისტები არიან", - თქვა ქართველმა მორაგბემ.

რუსულენოვანი პორტალი "ვვა-პადმასკოვიეს" დირექტორს ვლადისლავ კორშუნოვს, შემდეგ კი კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და პრესსამსახურმა უპასუხა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"