ლევან მაისაშვილი: "შეცდომებს ველოდით, რადგან დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ ამდენს არა"

ლევან მაისაშვილი: "შეცდომებს ველოდით, რადგან დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ ამდენს არა"

შემოდგომის ტესტების პირველ მატჩში შოტლანდია "მარიფილდზე" საქართველოს დაუხვდა და დიდი სხვაობით 48:7 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და "ნარშავებთან" მატჩზე, მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ლოგიკურია, რომ ველოდებოდით შეცდომებს, რადგან ძალიან დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ ამდენს არა. თავიდანვე ბევრი შეცდომა დავუშვით და შემდეგ თამაშის მართვა ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმი შედარებით კარგად დავიწყეთ და თავიდან თითქოს კარგად ვითმაშეთ, მაგრამ ეს ცოტა ხანი გაგრძელდა, შემდეგ კი ისევ მეტოქემ მოიპოვა სათამაშო ინიციატივა.

ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთის ფლობა, ტერიტორია ძალიან ცოტა გვქონდა და შედეგიც ლოგიკურია. პირველ ტაიმში მოედნის და ბურთის ფლობის 76% მეტოქესი იყო. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეგვეტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდხანს ვერ შევძელით. შემდეგ იყო მცირე ტრავმები, უდისციპლინობა და თამაში ისევ აგვერია, თუმცა ამის გარეშეც ცხადი იყო, რომ შოტლანდია გვჯობნიდა. 

შოტლანდიელებს მოლი ვერ გავუჩერეთ, ამან განსაკუთრებული მნიშნელობა ითამაშა. ბევრი ახალი მორაგბე გვყავს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ცოტათი მეტს მოველოდი, რაღაცეებით იმედგაცრუებული ვარ.

ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ასეთი მატჩები გვჭირდება, რომ გავცდეთ ესპანეთთან და რუსეთთან შეჩვეულ მოგებებს და შევეჩვიოთ ტოპ გუნდებთან თამაშს, ასეთ სისწრაფეზე აყოლას.

რაც შეეხება მოლში ცუდ თამაშს, ჩვენ სულ 2 ვარჯიში გვქონდა მოსამზადებლად, ამ მატჩისთვის მთლიანი შემადგენლობით რომ გვევარჯიშა. სრული შემადგენლობა ჩვენ გვყავდა ორშაბათს და სამშბაბათს. სრული შემადგენლობით ვერ მოვასწარით სათანადოდ ვარჯიში და მოლში ცუდი თამაშის ერთერთი მიზეზი ესაა. მეორე ისაა, რომ ბევრი ახალი მორაგბე გვყავს, მეორე ხაზში სულ ახალი მოთამაშეები გვყავს და ლოგიკური შედეგია. არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი წერტილია და ვფიქრობ, რომ მომავალში მოლში თამაშს გამოვასწორებთ. 

ოთარ გიორგაძემ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან კუნთი სტკიოდა და მატჩი ვერ განაგრძო. იგივე მოუვიდა ნოდარ ჭეიშვილსაც, თუმცა არმგონია, რომ  სერიოზულ ტრავმასთან გვქონდეს საქმე, რთულია ახლა ამის თქმა, უფრო ზუსტად ამის შესახებ ხვალ გვეცოდინება", -
განაცხადა მაისაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"