შოტლანდიამ საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხა

შოტლანდიამ საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხა

შოტლანდიის ნაკრები შემოდგომის ტესტების პირველ მატჩში "მარიფილდზე" საქართველოს დაუხვდა და დიდი ანგარიშით 48:7 დაამარცხა.

თამაშის ანალიზი, მატჩის განხილვა და ასეთი მარცხის მიზეზები მერე იყოს. იქამდე კი გეტყვით, რომ შოტლანდიელებმა რვა ლელოს გატანა მოახერხეს, საქართველომ კი მხოლოდ ერთი ლელოს დადება შეძლო. 

მასპინძელთაგან ორ-ორი ლელო დადეს დ'არსი გრემმა და ფრეიზერ ბრაუნმა, ხოლო თითო ლელო დუჰან ვან დერ მერვემ, სტიუარტ მაკინალიმ, ჰემიშ უოტსონმა და ბლერ კინგჰორნმა მიითვალეს, ხოლო ადამ ჰესტინგსმა ოთხი გარდასახვა გაიტანა. "ბორჯღალოსნებიდან" ერთადერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა.

შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნები" აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბრეს, რაზეც ანგარიშიც ნათლად მეტყველებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას შეხვდეს
3 ერი: ავსტრალია - არგენტინა (თამაშის სანახავი ბმულები)
საქართველო რევანშისთვის იბრძოლებს, ფიჯი - ვერნ კოტერის წარმატებული დებიუტისთვის (პრევიუ)
ებენ ეტზებეთის კურიოზი ბრივთან მატჩში (VIDEO)