გამოკითხვა: სამი ქართველი რუსეთის თასის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვის

გამოკითხვა: სამი ქართველი რუსეთის თასის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვის

რუსულენოვანი პორტალი Rugger.info გამოკითხვას ატარებს, რომლის მიზანია, რომ გულშემატკივრებმა 2020 წლის რუსეთის თასის საუკეთესო მორაგბე გამოავლინონ.

ჩვენთვის კი საინტერესო ის გახლავთ, რომ ზემოხსენებული წოდებისთვის სამი ქართველი მორაგბე იბრძვის: მიხეილ გაჩეჩილაძე ("ენისეი"), ნიკო აფციაური და რობერტ სუთიზე ("კრასნი იარი"). ამ მომენტისთვის გამოკითხვას "ენისეის" და რუსეთის ნაკრების მგეზავი რამილ გაისინი 53%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე 17%-ით მიხეილ გაჩეჩილაძე იმყოფება. გამოკითხვა 25 ოქტომბერს დასრულება. 

გამოკითხვაში ხმა შეგიძლიათ ამ ბმულზე მისცეთ

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თასის ფინალში "ენისეიმ" "კრასნი იარი" 19:11 დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"