მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი რუსეთის თასის გამარჯვებულები არიან (+VIDEO)

მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი რუსეთის თასის გამარჯვებულები არიან (+VIDEO)

დღეს მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სტადიონზე "ვითიბი არენაზე" რუსეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ენისეი" - "კრასნი იარი" დაუპისპირდნენ.

გუნდებმა ერთმანეთს თითო ლელო დაუდეს: "კრასნი იარის" რიგებიდან ლელო მე-19 წუთზე კონსტანტინ კრივონოსოვმა დადო, ხოლო "ენისეის" მხრიდან 35-ე წუთზე მშვენიერი ინდივიდუალური ლელო გაიტანა დიმიტრი გერასიმოვმა, რომელიც სამმა მოწინააღმდეგემ ვერ შეაჩერა. დარმტყმელებში კი, რამილ გაისინმა იური კუშნარიოვს აჯობა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. გაისინმა გარდასახვა და ოთხი ჯარიმა გაიტანა, რითაც 14 ქულას მოუყარა თავი, ხოლო კუშნარიოვმა ორი ჯარიმა გაიტანა, თითო გარდასახვა და ჯარიმა კი არაზუსტად შეასრულა. "კრასნი იარს" ლელოს გატანის რამდენიმე ძალიან რეალური შანსი ჰქონდა: მეორეხაზელმა ილინმა ლელოში შეაღწია, მაგრამ დამიწებისას ბურთი გაუვარდა და ლამაზი შეტევა უშედეგოდ დასრულდა. იყო სხვა შანსებიც, მაგრამ ვერც ისინი გამოიყენეს. "ენისეიმ" 19:11 იმარჯვა. 

"ენისეის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელმაც ბევრი იშრომა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. არ უთამაშია დავით მესხს, რომელმაც აგვისტოს მიწურულს მიღებული ტრავმის მორჩენა ვერ მოასწრო. "ენისეის" ბოლოს რუსეთის თასი მოგებული 2017 წელს ჰქონდა. მათ წინა ორი ფინალი სწორედ "კრასნი იართან" ჰქონდათ წაგებული.

"კრასნი იარის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი რობერტ სუთიძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და შუამარბი გიორგი ფრუიძე. განსაკუთრებით კარგად ითამაშა აფციაურმა, რომელმაც რვა ნომრის პოზიციაზე იასპარეზა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.




კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"