ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ ‘ბაია მარესთან’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შოტლანდიის რაგბის კავშირმა ნაკრების 2020 წლის კალენდარი გამოაქვეყნა.
მომდევნო წელი შოტლანდიელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, ისტორიულიც იქნება. საქმე იმაშია, რომ "ნარშავები" იქნებიან პირველები, რომლებიც მსოფლიოს ახალ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან. ბრიტანელები "სპრინგბოკსს" ზაფხულის ტესტებზე ესტუმრებიან და ორ მატჩს გამართავენ: 4 და 11 ივლისს. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია სამხრეთ აფრიკასთან საგარეო ტესტს 2014 წლის 28 ივნისის შემდეგ პირველად გამართავს. მაშინ მასპინძლებმა პორტ ელიზაბეთში 55:6 იმარჯვეს. მას შემდგომ, ამ გუნდების გზები ორჯერ გადაიკვეთა: 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც "ბოკემ" 34:18 იმარჯვა და 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე, რომელიც "მარიფილდზე" შედგა და აფრიკამ 20:26 მოიგო.
ამის შემდგომ, გრეგორ თაუნსენდის შეგირდები გეზს დანიდინისკენ აიღებენ, სადაც 18 ივლისს "ოლ ბლექსს" დაუპირისპირდებიან. 2000 წლის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შოტლანდია ახალ ზელანდიას გასვლაზე ეთამაშება. საშინაო ტესტები კი ამ 20 წლის განმავლობაში 7-ჯერ ჰქონდათ და ყველა შემთხვევაში "კივებმა" იმარჯვეს. გარდა ამის, 2007 წლის მსოფლიო თასზე ადგილობრივ გუნდს ედინბურგში 40:0 მოუგეს.
შოტლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიას ნოემბერშიც დაუპირისპირდება და ეს იქნება წლის ბოლო ტესტ-მატჩი "ნარშავებისთვის". შეხვედრა 20, 21 ან 22 ნოემბერს ედინბურგში, "მარიფილდზე" გაიმართება. იქამდე ერთი კვირით ადრე შოტლანდია იაპონიას უმასპინძლებს და მსოფლიო თასზე ჯგუფში ჩატოვებისთვის რევანშის აღებას შეეცდება, ხოლო იქმდე კიდევ ერთი კვირით ადრე, ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში არგენტინას მიიღებენ.
შოტლანდიის ნაკრების 2020 წლის კალენდარი:
6 ერი
1 თებერვალი, ირლანდია - შოტლანდია
8 თებერვალი, შოტლანდია - ინგლისი
22 თებერვალი, იტალია - შოტლანდია
8 მარტი, შოტლანდია - საფრანგეთი
14 მარტი, უელსი - შოტლანდია
ზაფხულის ტესტები
4 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია
11 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია
18 ივლისი, ახალი ზელანდია - შოტლანდია
შემოდგომის ტესტები
6/7/8 ნოემბერი, შოტლანდია - არგენტინა
13/14/15 ნოემბერი, შოტლანდია - იაპონია
20/21/22 ნოემბერი, შოტლანდია - ახალი ზელანდია
ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ ‘ბაია მარესთან’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ტულონის" აწ უკვე ყოფილმა მფლობელმა იმ ტრანსფერის შესახებ განაცხადა, რომელიც მას გაუკეთებია.
ხუთშაბათს პრო დ2-ის მე-14 ტური გაიხსნება.
შოტლანდიის ნაკრების და "გლაზგო უორიორსის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
რუსეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს შინ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
გამოცდილმა მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ "ოიონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვასილი არტემიევმა განაცხადა, რომ რაგბის რუსეთის სამ ან ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტში შესვლა შეუძლია.
მამუკა გორგოძის და ბექა გიგაშვილის "ტულონი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ოფიციალური გვერდი პრომო ვიდეოს აქვეყნებს სათაურით "ლომების ტურნე განსხვავებულია".
ფრანგული პრო დ2-ის გასულ ტურში "ვანისა" და "ანგულემის" მატჩის დროს უცნაური შემთხვევა მოხდა.
კომენტარები