"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუხვდა და 11:27 დამარცხდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეხვედრამ "ბრივის" ქართველი მოთამაშეების ბენეფისით ჩაიარა. თედო აბჟანდაძემ დებიუტი 10 გატანილი ქულით აღნიშნა (ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა), ხოლო ლელოები ოთარ გიორგაძემ და ვასილ ლობჟანიძემ დადეს. მესამე ლელო საჯარიმო ლელო გახლდათ.
ლობჟანიძემ თანაგუნდელს მიჰყვა, რომელმაც 22-თან ბურთი შეაცურა, ის საქართველოს ნაკრების ჰავბექმა აიტაცა, ორი მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მის შეჩერებას რამდენიმე მოთამაშე ცდილობდა, ლელოში შევარდა და ბურთის დამიწება მაინც მოახერხა, ხოლო გიორგაძე მოლს მოწყდა "სტად ფრანსეს" ლელო ამ გზით აიღო.
გიორგაძე და ლობჟანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აბჟანდაძემ 62-ე წუთამდე იასპარეზა. "ბრივის" ძირითად გუნდში ასევე დებიუტი ჰქონდათ კვაჭ ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯ ლუკა ჯაფარიძეს, რომლებიც მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდნენ. მეორე ტაიმში ითამაშა კარლენ ასიეშვილმა.
თედოს აბჟანდაძის მომენტები
ვასილ ლობჟანიძის ლელო
ოთარ გიორგაძის ლელო
"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ამერიკის მეიჯორ ლიგაში კიდევ ერთი სახელოვანი მორაგბე ითამაშებს
"ჩიფსის" და ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავი დამიენ მაკენზის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უდიდესი ალბათობით სუპერ რაგბის გათამაშების პირველი ტურისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
არგენტინა სამ საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი ლუდ დე იახერი თავისი ტრავმირებული მხრის ვიდეოს აქვეყნებს.
ქართველი მორაგბეები "ბრივის" ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბეებში არიან წარდგენილნი.
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" ტოპ 14-ის კლუბების სახელფასო ბიუჯეტი გამოაქვეყნა.
გასულ კვირას დუბაიში 7-კაცას მსოფლიო სერია გაიმართა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტრიუმფით დასრულდა.
"კლერმონის" ახალგაზრდა ტალანტი სამუელ ეზეალა "ვულკანების" რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
გავლენიანმა სარაგბო გამოცემა planetrugby-მ ჩემპიონთა თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კომენტარები