"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

გუშინ ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
ქართველმა მსაჯებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პროგრესი და ის, რომ პირველი ეშელონის ქვეყნებს ამ მხრივ ვუახლოვდებით. ქართულ სამსაჯო ბრიგადას ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ ჩელენჯ თასის ძალიან მაღალი დონის მატჩების განსჯა ანდო: ორი ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება.
ფოტო: ნიკა ამაშუკელი გუნდის კაპიტნებთან ერთად
ნიკა ამაშუკელმა გუშინ "ველფორდ როუდზე" ადგილობრივი "ლესტერ ტაიგერსის" და "პოს" რკენა განსაჯა განსაჯა, ხოლო კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი ეხმარებოდნენ. მატჩს "ველფორდ როუდზე" 15250 გულშემატკივარი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით 41:20 დასრულდა. მომდევნო კვირას, ქართველი მსაჯები უკვე "რიკო არენაზე" "უოსპსის" და "აჟენის" დაპირისპირებას გაუძღვებიან.
MyRugby.Ge ინგლისში ნიკა ამაშუკელს დაუკავშირდა. ახალგაზრდა ქართველი მსაჯის თქმით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და გუშინდელი დღით კმაყოფილი გახლდათ. ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩის მიმართაც სასიამოვნო მოლოდინი აქვს.
"პირველ რიგში ძალიან დიდი პატივი და პრესტიჟია აქ მსაჯობა. "ლესტერ ტაიგერსი" 139 წლის კლუბია, ძალიან დიდი ისტორიის და ფანობის მქონე, შესანიშნავი სტადიონით და ატმოსფეროთი.
რაც შეეხება თამაშს, თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა გუნდებთან და ბოლომდე შენარჩუნდა. ძალიან დიდი ტემპი იყო და უსწრაფესად ხდებოდა მოვლენები. მოთამაშეები ძალიან გამოცდილები არიან და იციან ზღვარზე როდის ითამაშონ, კაპიტნებმა როგორი სახე დაიჭირონ და როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მსაჯთან. უბრალოდ თამაშობენ, ასრულებენ გეგმას და ხელი არ უნდა შეეშალოთ. დადებითად არიან განწყობილები, აფასებენ მსაჯის სწორ გადაწყვეტილებებს და მიყვებიან.
თამაში კარგი გამოვიდა, ჩემი მასწავლებელი დევიდ მაქჰიუ დაესწრო თამაშს და კარგი შეფასება ავიღე.
რაც შეეხება მომდევნო კვირის შეხვედრას, სასიამოვნო მოლოდინი მაქვს, რადგან ძალიან განსხვავებული და მაღალი დონის გარემოა.
ინგლისის უდიდესი კლუბებების მსაჯობა, ძლიერ ფრანგ მეტოქეებთან დიდი გამოცდილება და პატივია", - განაცხადა ამაშუკელმა.
"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ამერიკის მეიჯორ ლიგაში კიდევ ერთი სახელოვანი მორაგბე ითამაშებს
"ჩიფსის" და ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავი დამიენ მაკენზის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უდიდესი ალბათობით სუპერ რაგბის გათამაშების პირველი ტურისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
არგენტინა სამ საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი ლუდ დე იახერი თავისი ტრავმირებული მხრის ვიდეოს აქვეყნებს.
ქართველი მორაგბეები "ბრივის" ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბეებში არიან წარდგენილნი.
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" ტოპ 14-ის კლუბების სახელფასო ბიუჯეტი გამოაქვეყნა.
გასულ კვირას დუბაიში 7-კაცას მსოფლიო სერია გაიმართა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტრიუმფით დასრულდა.
"კლერმონის" ახალგაზრდა ტალანტი სამუელ ეზეალა "ვულკანების" რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
გავლენიანმა სარაგბო გამოცემა planetrugby-მ ჩემპიონთა თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კომენტარები