ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ ‘ბაია მარესთან’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მსოფლიო რაგბიმ" შოტლანდიის რაგბის კავშირი 70000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა.
მიზეზი, ის კრიტიკა და იურიდიული მუქარაა, რომელიც შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ დოდსონის მხრიდან გამოითქვა, როდესაც ტაიფუნ ჰაგიბისის გამო, შესაძლებელი იყო, რომ იაპონიის და შოტლანდიის მატჩი გაუქმებულიყო.
ზემოხსენებული შეხვედრა A ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი იყო და ამ გუნდებს შორის პლეი-ოფის მონაწილე უნდა გამოვლენინიყო, შეხვედრის ჩაშლის შემთხვაში კი, შოტლანდია ჯგუფში რჩებოდა, რის გამოც, მარკ დოდსონმა განაცხადა, რომ ისინი იურიდიულად იმოქმედებდნენ, თუ მატჩი გაუქმდებოდა.
კომიტეტი, რომელიც შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსნის საქციელს შეისწავლიდა, ინგლისელი კრისტოფერ ქუინლანი, ავსტრალიელი ადამ კასელდენი და ახალზელანდიელი ნაიჯელ ჰემპტონი ხელმძღვანელობდნენ. მათ დაადგინეს, რომ დოდსონის მიერ პრესაში გაკეთებული კომენტარები არაკეთილსინდისიერი ქმედება იყო და ამის გამო, შოტლანდიის რაგბის კავშირს ზემოხსენებული სასჯელი დააკისრეს.
"მსოფლიო რაგბის" თქმით, დოდსონის კომენტარი შეუსაბამო და არასათანადო იყო იმ დროს, როდესაც იაპონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ტაიფუნისთვის ემზადებოდა და ამ დროს, მთავარი ადამიანების უსაფრთხოება იყო. მათი გადაწყვეტილებით, ჯარიმა სწორედ იმ ფონდში გადაირიცხება, რომელიც ტაიფუნ ჰაგიბისის მიერ დაზარებულ რაიონების აღდგენას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდია იაპონიასთან 21:28 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.
ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ ‘ბაია მარესთან’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ტულონის" აწ უკვე ყოფილმა მფლობელმა იმ ტრანსფერის შესახებ განაცხადა, რომელიც მას გაუკეთებია.
ხუთშაბათს პრო დ2-ის მე-14 ტური გაიხსნება.
შოტლანდიის ნაკრების და "გლაზგო უორიორსის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
რუსეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს შინ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
გამოცდილმა მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ "ოიონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვასილი არტემიევმა განაცხადა, რომ რაგბის რუსეთის სამ ან ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტში შესვლა შეუძლია.
მამუკა გორგოძის და ბექა გიგაშვილის "ტულონი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ოფიციალური გვერდი პრომო ვიდეოს აქვეყნებს სათაურით "ლომების ტურნე განსხვავებულია".
ფრანგული პრო დ2-ის გასულ ტურში "ვანისა" და "ანგულემის" მატჩის დროს უცნაური შემთხვევა მოხდა.
კომენტარები