"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სონი ბილ უილიამსი კარიერას კანადაში, კონკრეტულად კი, რაგბის ლიგის კლუბ "ტორონო ვოლფპაკში" განაგრძობს.
სონი ბილი რაგბის ლიგაში დიდიხნის განმავლობაში თამაშობდა: ის 2004-2013 წლებში ახალი ზელანდიის რაგბის ლიგის ნაკრებში ასპარეზობდა, ხოლო რაგბის კავშირში 2008 წლიდან ჩაერთო და 2010 წელს "ოლ ბლექსში" დებიუტი ჰქონდა.
"ჩემთვის უდიდესი პრივილეგია იყო, რომ 2010 წლიდან მოყოლებული ახალი ზელანდიის ნაკრებში და ისეთი დონის გუნდებში ვთამაშობდი, როგორებიცაა "კრუსეიდერსი", "ჩიფსი" და "ბლუზი". მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა სონი ბილიმ.
ეს ტრანსფერი კი სამუდამოდ შევა რაგბის ისტორიაში, თანაც როგორც რაგბის ლიგის (13-კაცა), ასევე რაგბის კავშირის (15-კაცა). საქმე იმაშია, რომ სონი ბილს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, რა პერიოდშიც მას 9.7 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ის კი ამას დათანხმდა და შესაბამისად, წლიური ხელფასი თითქმის 5 მილიონი დოლარი ექნება, მაშინ, როდესაც აქამდე ყველაზე მეტი ხელფასი ისრაელ ფოლაუს ჰქონდა - 1.4 მილიონი ევროს სახით, რომელიც ცნობილი სკანდალის შემდგომ, ავსტრალიის რაგბის კავშირმა გაუწყვიტა.
ამრიგად, სონი ბილი გახდება ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე, როგორც რაგბის ლიგის, ასევე რაგბის კავშირის ჩათვლით.
გეტყვით, რომ კანადური გუნდი ევროპულ სუპერ ლიგაში აღზევდა და წელს ამ უძლიერეს ლიგაში იასპარეზებს, რომელშიც მონაწილეობას კიდევ 10 ინგლისური და 1 ფრანგული კლუბი მიიღებს. კანადური ფრენჩაიზი 2016 წელს ავსტრალიელმა მილიარდელმა დევიდ არგილიმ დაარსა.
"ტორონტოს" მთავარმა მწვრთნელმა ბრაიან მაკდერმონტმა აღნიშნა, რომ მათ სურთ ყავდეთ ისეთი მოთამაშე, რომელსაც ყველა იცნობს, რადგან ეს მათი გუნდის პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანი იქნება და მათთვის სონი ბილის ტრანსფერი ისეთივე მოვლენა იქნება, როგორიც თავის დროზე დევიდ ბექჰემის MLS-ში გადასვლა იყო. როგორც ხედავთ, მან ეს სურვილი აისრულა კიდეც და სახელოვანი ახალზელანდიელი მათ რიგებში იასპარეზებს.
34 წლის უილიამსმა "ოლ ბლექსის" კვართი 58-ჯერ მოირგო და 13 ლელო გაიტანა. ითამაშა სამ მსოფლიო თასზე და ორჯერ ოქროს მედალი, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საინტერესოა, რომ სონი ბილს ორივე რაგბის სახეობის გარდა, სხვა სპორტებშიც უცდია ბედი და ის ბოქსში ახალი ზელანდიის ჩემპიონი ყოფილა.
"ოლ ბლექსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ამერიკის მეიჯორ ლიგაში კიდევ ერთი სახელოვანი მორაგბე ითამაშებს
"ჩიფსის" და ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავი დამიენ მაკენზის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უდიდესი ალბათობით სუპერ რაგბის გათამაშების პირველი ტურისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
არგენტინა სამ საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი ლუდ დე იახერი თავისი ტრავმირებული მხრის ვიდეოს აქვეყნებს.
ქართველი მორაგბეები "ბრივის" ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბეებში არიან წარდგენილნი.
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" ტოპ 14-ის კლუბების სახელფასო ბიუჯეტი გამოაქვეყნა.
გასულ კვირას დუბაიში 7-კაცას მსოფლიო სერია გაიმართა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტრიუმფით დასრულდა.
"კლერმონის" ახალგაზრდა ტალანტი სამუელ ეზეალა "ვულკანების" რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
გავლენიანმა სარაგბო გამოცემა planetrugby-მ ჩემპიონთა თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კომენტარები