იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT

ირაკლი მაჩხანელი: "წამყვანი მოთამაშეები რომ არ დაგვეკარგა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით"

ირაკლი მაჩხანელი: "წამყვანი მოთამაშეები რომ არ დაგვეკარგა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით"

გუშინ და გუშინწინ ირაკლი მაჩხანელის ვრცელი ინტერვიუდან პირველი ორი ნაწილი შემოგთავაზეთ, რომელშიც მან 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე (იხილეთ პირველი ნაწილი) და ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივაზე, მოახლოებულ არჩევნებზე და ზოგად პრობლემებზე ისაუბრა (იხილეთ მეორე ნაწილი).

ამჯერად ინტერვიუს დასკვნით ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" და ამჟამად მარნეულის "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა, დიდ 10-ზე, "არმაზზე", მის სამწვრთნელო კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  

- „არმაზი“ გასულ სეზონთან შედარებით აშკარად დასუსტდა, რადგანაც გუნდმა არაერთი მოთამაშე დაკარგა. მათი ჩამონათვალი ვრცელია: ბადრი ლიპარტელიანი, რეზი ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, მიხეილ ალანია, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ ალანია, კოტე მარჯანიშვილი და ა.შ. როგორია გუნდის შევსება და რას ისახავთ მიზნად წლევანდელ დიდ 10-ში?

- ისეთი 23 მოთამაშე წავიდა გუნდიდან, რომლებიც განაცხადში გვყავდა შეყვანილი. აქედან 17 ისეთი მორაგბე წაგვივიდა, რომლებიც დღეს რომ მომცა შემადგენლობაში შევიყვანდი. დაახლოებით 30% წავიდა საფრანგეთში, საკმაოდ კარგ გუნდებში, რასაც მივესალმები და ძალიან კარგია. 20-წლამდელთა ნაკრების ბიჭებიდან მიხეილ ალანია პრო დ2-ში წავიდა, ხოლო იოანე იაშაღაშვილი „ბაიონში“, რომელიც ტოპ 14-ში აღზევდა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ასეთი ნიჭიერი ბიჭები საფრანგეთში წავიდნენ და შემდეგ ისევ ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ.

დაახლოებით ასეთივე რაოდენობის მოთამაშეები წავიდნენ რუსეთში და დანარჩენი მოთამაშეები გადავიდნენ დიდი 10-ის სხვა გუნდებში, ისევ ფინანსური საკითხის გამო. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმხელა დაფინანსება, როგორიც ზოგიერთ სხვა გუნდს. ჩვენთან მაქსიმალური ხელფასი 2500 ლარია და სხვაგან ზოგიერთ მოთამაშეს ორმაგი გადაუხადეს. შევსება ახალგაზრდული გუნდიდან მივიღეთ. კარგი ბიჭები არიან, თუმცა ჯერ ისეთივე ვერ არიან, როგორებიც ის მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ. თუმცა, მუშაობა აქაც შეიძლება და ვიბრძოლებთ, რომ ექვსეულში შევიდეთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, თუმცა ჯერ დრო გვაქვს და ამის გაკეთებას შევეცდებით. ჩვენთან ერთად არიან 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ილია მაისურაძე და ლადო კილასონია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ისინი ძალიან გვეხმარებიან.    

- სახელმწიფო გუნდებს 400 000 ლარით აფინანსებს. თუ გაქვთ კიდევ რაიმე წყარო დაფინანსების?

- დიახ, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ რაგბი შევიტანეთ. ამ დაფინანსების ნაწილი ხმარდება ადგილობრივ, მარნეულში არსებულ გუნდს. იქაური ბავშვებიდან ერთი მოთამაშე უკვე ჩვენთან დადის და აქ ვარჯიშებს, რომელიც ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და უკვე აკადემიაში და 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. დანარჩენებიც პერსპექტიული ბავშვები არიან, უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში შევიდა რაგბი, სადაც ჩვენი გუნდის მოთამაშეები ჩადიან და ადგილობრივებს ავარჯიშებენ. კარგ საქმეს ვაკეთებთ, როგორც მარნეულისთვის, ასევე ჩვენი გუნდისთვის. მარნეულში რაგბს ვანვითარებთ და ეს ძალიან კარგია. ასევე ინტეგრირება მოხდა ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვების და ესეც ბრწყინვალეა.

- ვაზისუბნის სტადიონზე გკითხავთ. სეზონის ბოლოს „არმაზმა“ აქ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ახლა კვლავ „შევარდენზე“ თამაშობს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს ვაზისუბნის სტადიონზე ითამაშოთ და თუ შეიძლება, რომ ამას რეგულარული სახე მიეცეს?

- სტადიონს პატარა ხარვეზები აქვს და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს დიდი 10-ის სტანდარტს. ამიტომაც, მივუთითე საშინაო სტადიონად „შევარდენი“. ასევე გადაწყდა, რომ თამაშები უნდა ჩატარდეს ბუნებრივ საფარზე და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვაზისუბანში თამაში გამოირიცხა, რადგან აქ ხელოვნური საფარია. ამ სტადიონზე გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი, შემდეგ კი თუ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე თამაშის ნება იქნა დართული, შესაძლოა, წარვადგინოთ სამასპინძლო სტადიონად.

- როგორი იყო სეზონის წინა მომზადება? სად გაიარეთ შეკრება და რას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება?

- თავდაპირველად განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. დავიწყეთ ფიზმომზადებით, სამკვირიანი ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა და ეს შეკრება აქ გავიარეთ, შემდეგ ნელ-ნელა ბურთით ვარჯიშმა იმატა და 50-50-ზე იყო ბურთზე და ფიზიკაში ვარჯიში. დასკვნით ფაზაში კი უფრო ბურთით ვარჯიშს მივაქციეთ ყურადღება და შეკრება უკვე მეოთხე წელია ასპინძაში გავიარეთ. ბოლო ერთი კვირა იქ ვიყავით და დავასრულეთ ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი, ხოლო ახლა ტექნიკურ მხარეს ვხვეწავთ თამაშიდან თამაშამდე, ყოველი თამაშის შემდეგ გვაქვს ვიდეოანალიზი, ყურადღებით განვიხილავთ თამაშებს და ინტენსიურად ვართ ჩართულები, რომ თამაში გავაუმჯობესოთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ექვსეულში შესვლას, თუმცა ისეთი დაძაბული ჩემპიონატია, რომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით და ვერაფერს გამოვრიცხავთ.

- რომელ გუნდს თვლით წლევანდელი დიდი 10-ის ფავორიტად და რატომ?

- „ბათუმს“ შეიძლება მთლად კარგი სტარტი არ ჰქონდა, თუმცა მოთამაშეების ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მათ უნდა შეძლონ ამ რესურსის რეალიზება. ჰყავთ კარგი მწვრთნელები, რომლებიც გახდნენ ჩემპიონები და გამოცდილებაც დააგროვეს. „ბათუმს“ აქვს ყველანაირი რესურსი როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, რომ მინიმუმ ისევ ფინალში ითამაშონ.

- ირაკლი, შენ ხუთი არა, მაგრამ ოთხი მსოფლიო თასის თამაში შეგეძლო, მაგრამ ნაკრებიდან წახვედი მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე. მახსოვს, რომ მაშინ თქვი, ამ ყველაფერს გუნდის ინტერესებისთვის აკეთებდი, რადგან გამოჩნდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები და მათ უთმობდი გზას. ეს ერთის მხრივ ძალიან დასაფასებელია, რადგან პირად ინტერესებზე მაღლა გუნდის ინტერესი დააყენე, მაგრამ მეოთხე მსოფლიოს თამაშობდი, ისევე როგორც გიორგი ჩხაიძე და მერაბ კვირიკაშვილი, თანაც თამაში ნამდვილად შეგეძლო. როგორ გაუძელი ცდუნებას, რომ ასეთ გამოწვევაზე თქვი უარი?

- ყველაფერი ინდივიდუალურია. მსოფლიო თასისთვის სათანადო ფორმაში ნამდვილად მოვიდოდი, თუ მაშინ არ ვიყავი ფორმაში, თუმცა ვთვლი, რომ მაშინაც ფორმაში ვიყავი. უბრალოდ, მე მეგონა და ახლაც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ჯობდა ალბათ ახალგაზრდებს ეთამაშათ და 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგიდან გამომდინარე, მე უფრო კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით, ვიდრე შეიძლება რომ მეთამაშა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მოხდა, არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცამ გითხრა, იცი რა, შენ ისე ვეღარ თამაშობ, როგორც ორი-სამი წლის წინ და მე უბრალოდ ვიგრძენი, რომ ეს გადაწყვეტილება უკეთესი იქნებოდა ბიჭებისთვისაც  გუნდში და ჩემთვისაც. ასე ჩავთვალე საჭიროდ და არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას არანაირად, სამ მსოფლიოზე მექნებოდა ნათამაშები თუ ოთხზე, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის და მინდოდა, რომ ეს გუნდისთვის ყოფილიყო კარგი და ვთვლი, რომ ამანაც იმოქმედა 2015 წლის მსოფლიო თასის ჩვენს შედეგზე.

- დრო რომ უკან დავაბრუნოთ, იგივეს იზამდი?

- კი, კი. ხანდახან რაღაცეებზე მიფიქრია, მაგრამ ასე ჯობდა.

- შემდეგ მაშინვე გადაინაცვლე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და როგორი იყო, მოთამაშიდან, მითუმეტეს კაპიტნობიდან გადასვლა მწვრთნელის რანგში და რა მოგცა ნაკრებში მწვრთნელად გატარებულმა პერიოდმა, როგორც სამომავლოდ მწვრთნელისთვის საჭირო გამოცდილებისთვის?

- მე არ ვყოფილვარ ნომინალური მწვრთნელი ნაკრებში, რომელსაც გინდა თუ არა რაღაც უნდა ჩაებარებინა. მე უფრო ვეხმარებოდი, ვუსმენდი, გამოცდილებას ვიღებდი და ბიჭებთან ურთიერთობა მინდოდა კარგი ყოფილიყო, რადგან მე ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა, სამთვიანი, ასდღიანი შეკრება და მინდოდა ამაში ბიჭებს დავხმარებოდი, ურთიერთობაში, რადგან ეს იმხელა გზა არის, რომ აქ შეიძლება კონფლიქტი მოხდეს ამ დროის განმავლობაში, დღეს რაც კარგად გეჩვენა, ერთ ან ორ თვეში სულ სხვანაირად იყოს. სამწვრთნელო პროცესში რაღაცეებს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი, მაგრამ ასეთი, ფუნქციონერი მწვრთნელი არ ვყოფილვარ და ნელ-ნელა ინტეგრირება მოხდა ჩემი სამწვრთნელო შტაბში და მეც ვეხმარებოდი და ისინიც მეხმარებოდნენ ამაში.

- დიდი ხანია, რაც „არმაზში“ ხართ. ჯერ მოთამაშის ამპლუაში იყავით, შემდეგ კი მწვრთნელი გახდით. შარშან გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-3 ადგილზე გავიდა დიდ 10-ში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ძალიან ბევრი მოთამაშე გყავდათ გაშვებული. როგორია თქვენი სამომავლო, სამწვრთნელო გეგმები?

- დიახ, „არმაზში“ 2012 წელს ჩამოვედი, ჯერ ვთამაშობდი, შემდეგ კი მწვრთნელი გავხდი. ჩემთვის მწვრთნელობაზე დიდი პრიორიტეტი მეგობრობას აქვს და მე ვმეგობრობ „არმაზის“ პრეზიდენტთან გიორგი სოსელიასთან. როდესაც აქ, მოთამაშის რანგში ჩამოვედი, მას არც ვიცნობდი, თუმცა შემდეგ დავმეგობრდით და ამ გუნდთან უფრო მეგობრობა მაკავშირებს, ვიდრე მაგალითად ხელფასი და ისე მწვრთნელობა. რთულია ასე ვთქვა, რომ აუცილებლად მწვრთნელის კარიერაზე გაყოლას ვაპირებ. მწვრთნელობა ძალიან მომწონს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ბოლომდე ამ პროფესიას გავყვე, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მწვრთნელობას თავი დავანებო. მე მწვრთნელობით დიდ სიამოვნებას ვიღებ, თუმცა 100%-ით გადაწყვეტილი მქონდეს, რომ ბოლომდე მწვრთნელი ვიყო, ასე არ არის. ჩემს თავს სხვა რამეშიც ვხედავ, რაგბის მიღმა. მე მწვრთნელობით სიამოვნებას ვიღებ და ამას არ ვუყურებ, ისე, როგორც სამსახურს, ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი, რომლის კეთებაც ძალიან მომწონს. ძალიან მსიამოვნებს რაგბიში ტრიალი და ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს ჩვენი ქვეყანაც იყოს ძალიან წარმატებული სარაგბო ქვეყანა, თუნდაც რომ მე ამაში წვლილი არ მიმიძღვოდეს.

„არმაზს“ ყოველთვის კარგი სკოლა ჰქონდა. თუნდაც, ცხრა ნომრებს რომ გადავხედოთ, ჩვენგან ვასილ ლობჟანიძე „ბრივში“ წავიდა და ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, მიხეილ ალანია 20-წლამდელებშია და „ორიაკში“ გადავიდა, გვყავს ძალიან ნიჭიერი ბიჭი ლუკა მატკავა, რომელიც 18-წლამდელებში იყო და ახლაც 20-წლამდელებშიც გამოიძახეს. მას შეუძლია, რომ დიდი რაგბი ითამაშოს, მას ძალიან დიდი პროგრესი აქვს. ასევე 20-წლამდელებში იყო ლუკა დვალიშვილიც. გვაქვს ჩვენი პლუსები, ჩვენი დადებითი მხარეები, დიდი გუნდი ჯერჯერობით არ ვართ, რადგან გარკვეული პრობლემები გვაქვს, ხან ფინანსური ხან ფიზიკური რესურსის კუთხით. ჩვენ გვსურს, რომ „არმაზი“ იყოს სტაბილური დიდი 10-ის გუნდი და თუ მოვა შესაბამისი დრო, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. რომ შეგვენარჩუნებინა ის გუნდი, რაც შარშან გვყავდა, თავისუფლად შეგვეძლო, რომ მინიმუმ ფინალზე გვქონოდა პრეტენზია. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ისევ უკნიდან ვიწყებთ. ვეცდებით, რომ „არმაზი“ ყოველთვის დიდ 10-ში, ანგარიშგასაწევი ძალა იყოს.

- შეგიძლია მიმართო, შენს, „არმაზის“ და ქართული რაგბის გულშემატკივარს და უთხრა, რაც გსურს.

- მე ვისურვებდი, რომ ქართველი გულშემატკივარი უფრო გათვითცნობიერებული იყოს და აკეთებდნენ სწორ შეფასებებს. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ისეთი გულშემატკივარი გვყავს, რომელიც მხოლოდ მოგებაზე არის ორიენტირებული და აქცენტი მხოლოდ ამაზე აქვს. მინდა, რომ ქართველი გულშემატკივარი უფრო სწორი შეფასებით მიუდგეს რაგბს, წაგების შემთხვევაშიც, მოგების შემთხვევაშიც, ანალიზშიც, გუნდების გარჩევაშიც, ამას ვისურვებდი. ამას ალბათ დრო უნდა, თორემ ჩვენ მადლობის მეტი გულშემატკივრებისადმი არაფერი გვეთქმის. თამაშებზე დადიან, გვგულშემატკივრობენ და ჩვენს გვერდით არიან, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი. ალბათ უკეთესი იქნებოდა და ვისურვებდი ამას, რომ უფრო ჩახედულები იყვნენ წესებში, გუნდებში, ანალიზს და შეფასებას სწორად აკეთებდნენ.

კიდევ ერთს რასაც ვისურვებდი, სატელევიზიო საკითხია. აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, ყურებადი სარაგბო ტელევიზია. ამ შემთხვევაში რაგბი ტვ არის. ამ მხრივ დიდი საფუძველი და უდიდესი სამუშაოა გაკეთებული და ეს არხი უფრო ამოწეული უნდა იქნას, უფრო ყურებადი იყოს და ინფორმაცია ტოტალური იყოს.

კომენტარები

"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა
"ბარბაროსებმა" ბრაზილია დაამარცხეს, რორი ბესტმა გარდასახვა გაიტანა [VIDEO]
შოტლანდიამ 2020 წლის სუპერ ტესტ-მატჩები დაადასტურა
არმია - ვეფხვები 13:14 [ლელოები]
გოჩა სვანიძე: "არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკულ კლუბებსაც ვეთამაშოთ"
ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება!
"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის
ინგლისი -  სამხრეთ აფრიკა | მსოფლიო თასის ფინალის ვრცელი ვიდეო მიმოხილვა [VIDEO]
ფაფ დე კლერკის საუკეთესო მომენტები ინგლისის პრემიერშიფში [VIDEO]
ბექა გიგაშვილი: „20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად რაგბის მატჩს ვუყურე“