იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT

ირაკლი მაჩხანელი: „საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ახალი მწვრთნელის დანიშვნა არ უნდა მოხდეს“

ირაკლი მაჩხანელი: „საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ახალი მწვრთნელის დანიშვნა არ უნდა მოხდეს“

გუშინ საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, კაპიტნის და ამჟამად მარნეულის "არმაზის" მთავარი მწვრთნელის ირაკლი მაჩხანელის ინტერვიუს პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ (იხილეთ ამ ბმულზე), რომელშიც მან 2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლა შეაფასა. 

დღეს ვრცელი ინტერვიუდან მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ, რომელშიც ირაკლი ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივაზე, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგადად ქართულ რაგბიში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. 

- ძალიან პოპულარული და ყველასთვის საინტერესო საკითხია გინეს პრო 14 და ფრენჩაიზი. ამ ტურნირში თამაში ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნებაა. ვიცით, რომ 6 ერის კარები ამ მომენტისთვის დახურული არის და პრო 14 განვითარების გაგრძელების ერთადერთად გზად მოჩანს. შენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს და ვისგან, რომ შევძლოთ უახლოეს მომავალში ფრენჩაიზის შექმნა და ამ ტურნირში გაწევრიანება? შენი აზრით, რას მისცემს ეს ქართულ რაგბს?

- ძალიან აქტუალური თემა არის დღეს ფრენჩაიზი და პრო 14, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრენჩაიზის სპეციფიკა ყველას სწორად ესმის. ეს იგივე არის, რომ მეორე ეროვნული ნაკრები გააკეთო. აქ უკვე საჭიროა უზარმაზარი ფინანსური რესურსები. გარდა ამისა, როგორც წეღან უკვე ვახსენე საგარეო პოლიტიკა, ეს ჩვენ ვიძახით, რომ ფრენჩაიზი უნდა გავაკეთოთ, თორემ არავის კონკრეტულად არ უთქვია, მობრძანდით აქ ან იქო. ჯერ თხოვნით უნდა მიმართო და იქიდან რა პასუხი წამოვა ეს საკითხავია, ასევე ფინანსური გარანტია უნდა გქონდეს უზრუნველყოფილი, ადვილი არ არის ეს ყველაფერი.

მე არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ საგარეო პოლიტიკა ისე კარგად გვქონდეს დაყენებული, რომ გვეუბნებოდნენ, მობრძანდით თუ ფული გაქვთ, შექმენით ფრენჩაიზი და ითამაშეთო. ჩვენ მსოფლიოზე უკეთ რომ გვეთამაშა, უფრო მაღალ ნოტაზე ვიქნებოდით ყველა მიმართულებით. ამიტომ ვიძახი, რომ თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ კატასტროფა არ მომხდარა ამ მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგით და ერთი შეხედვით ეს კატასტროფა არ არის, მეორე მხრივ, შესაძლოა, ქართული რაგბის განვითარება შეჩერდეს ამ მხრივ და ძალიან მაგრად დამუხრუჭდეს. არ მინდა, რომ ჩვენი გულშემატკივარი შევაშინო, მაგრამ მგონი, რომ სერიოზული წინააღმდეგობა წამოვა  თუ პრეტენზია გვექნება ისევ უფრო ზემოთ ასვლაზე და მაღალი დონის ტურნირების ჩართვაში. მეორეც, პრო 14-ში შესვლაზე თანხმობაც რომ გვითხრან, აქ იმხელა ფინანსებზეა საუბარი, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ეს ძალიან კარგი, პროდუქტიული ჩანს, თუმცა უდიდეს ფინანსებზეა საუბარი, წარმოიდგინეთ ხშირი ფრენებია საჭირო, შეიძლება ზედიზედაც იყოს ყოველ კვირას, ასევე საჭიროა დიდი ფიზიკური რესურსი. იქ სულ სხვა დონეა, სხვა სისწრაფეებია და ტრავმების რისკი დიდია, გვეყოფა რომ სათადარიგოთა სკამი და შიდა რესურსი?

- შიდა რესურსი ახსენეთ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრო 14-ში მისაღებად ორი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო. ერთი ის რომ გუნდს უნდა ჰქონდეს ფინანსური გარანტიები, რადგან იყო შემთხვევა, რომ ერთი იტალიური გაკოტრდა და ამის შემდეგ, ეს საკითხი გამკაცრდა, ხოლო მეორე ის, რომ ფრენჩაიზი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ეს რომ მოხდეს, საჭიროა ლეგიონერების ჩამოყვანაც, რომელთაც საკმაოდ დიდი ხელფასი გააჩნიათ უცხოეთში.

- ფრენჩაიზზე საუბარი დაახლოეებით ორი-სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო. ამდენი მოთამაშის გადინებაც არ მოხდებოდა, რამდენიც ახლა წავიდნენ და ფიზიკურ რესურსზე მივდივართ ისევ, რაც გაჭირდება, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში არ გვყავს იმდენი ხარისხიანი მოთამაშე, რომ ფრენჩაიზის სტანდარტები დააკმაყოფილონ. იქ ტრავმების რისკია, იქ გრძელი სათადარიგოთა სკამია საჭირო.

ლეგიონერების ჩამოყვანა კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს იმაზეცაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მხარდაჭერა და ჩვენ რომ წელს უკეთ გვეთამაშა, უფრო მაღალ ნოტაზე ვიქნებოდით, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში.

- ანუ, სახელმწიფო უფრო მეტად ჩადებდა ფულს ამაში?

- ყველაფერი ერთი მეორეზეა დამოკიდებული. როდესაც თამაშებს იგებ, უფრო ადვილია ურთიერთობა, კომუნიკაცია და რაღაცის მოთხოვნა, ხოლო როდესაც რაღაცა არ მუშაობს, შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს. ამიტომაც, ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული.

- გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრები 2016 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს. წელს ჩვენ ფიჯის და შოტლანდიას მოვუგეთ, თუმცა ეროვნულ დონეზე ორივე ამ ქვეყანასთან უშანსოდ დავმარცხდით? შენი აზრით, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ 20-წლამდელების კარგი შედეგები და კარგი თამაში, ნელ-ნელა ეროვნულ ნაკრებზეც აისახოს? რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყოს კარგი ბმა 20-წლამდელებიდან ეროვნულში?

- მგონია, რომ ძალიან მყარი ხიდი უნდა გაკეთდეს 20-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებს შორის. მეეჭვება, რომ დღეს ასეთი მყარი ხიდი არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულის წინა მწვრთნელთა ასეთი მყარი ხიდი არ იყო. ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია უნდა იყოს და ერთი სტრატეგია უნდა არსებობდეს ამ ნაკრებების. წესით 20-წლამდელები უნდა აეწყოს ეროვნულს, მაგრამ მე ისე დავინახე ყველაფერი, რომ პირიქით, ეროვნული რომ აწყობილიყო 20-წლამდელების სტრატეგიაზე, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. ისევ მწვრთნელებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 20-წლამდელებს ძალიან გამართული სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, სადაც ყველაფერი გაწერილი აქვთ პროფესიონალურად და ყველაფერს არგუმენტირებულად აკეთებენ. ჩემი აზრით, მათ თავისუფლად შეუძლიათ, რომ ამაში ეროვნულ ნაკრებს კონკურენცია გაუწიონ და შეიძლება აჯობონ კიდევაც. მე ამას ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ამას ზედაპირულად ვიძახი, რადგან ერთგან ნამუშევარი მაქვს და მეორეგან ვიცი რა ხდება. 2015 წელს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიყავი, ხოლო 20-წლამდელებში წელსაც ვიცი, შარშანაც და შარშანწინაც ვიცოდი თუ რა ხდებოდა. 20-წლამდელების მიდგომა უფრო არგუმენტირებული და ლოგიკური არის, ვიდრე ეროვნულის სამწვრთნელო შტაბის. მე ასე ვხედავ.

პრო დ2-ში დაახლოებით 6 წელი ვთამაშობდი და ბევრი მწვრთნელი მყავს ნანახი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 20-წლამდელების მწვრთნელები როგორც მუშაობენ, ბევრ პრო დ2-ის გუნდში ვერ მუშაობენ ასე. მათ ძალიან სწორად, ლოგიკურად მიყავთ თავიანთი საქმე და ჩემი ქება-დიდება რად უნდათ მათ, ყველაფერს შედეგი გვანახებს. ვუგებთ ფიჯის, შოტლანდიას და სხვა ბევრი მაგარი გუნდისთვის მოგვიგია, რაც ადვილი არ არის. დრომ გასცა პასუხი არ ბიჭების მუშაობაზე. 20-წლამდელების მწვრთნელები, საქართველოს და არამარტო საქართველოს დონეზე, ძალიან მაგრად მუშაობენ, როგორც ფიზმომზადება, ასევე ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია და ილია მაისურაძე. ჩემი აზრით, ისინი იდეალური მწვრთნელები არიან.

- ქართულ რაგბიში მორიგი 4-წლიანი ციკლი დასრულდა, რომელიც უზრუნველი იყო იმ კუთხით, რომ 2015 წელს მომდევნო მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ და ამაზე საფიქრალი აღარ გვქონდა. ახლა კი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის კვალიფიკაცია მოგვიწევს, რომელიც თითქოს რთული არ უნდა იყოს, თუმცა რომ გადავხედოთ მეტოქეებს, ისინი ცდილობენ, რომ უკეთესები გახდნენ: რუსეთში დიდი ფული ჩაიდო, რაც ჩვენს დიდ 10-ს კარგად შეეტყო გადინების მხრივ, ესპანური რაგბიც აშკარად წინ მიდის, პორტუგალიას მშვენიერი ახალგაზრდული ნაკრებები ჰყავს და ალაფაზე სულ 1 ქულით წააგეს იაპონიასთან, თორემ ელიტაში გადმოდიოდნენ, ახლა კი 18-წლამდელები ახალზელანდიაში გაუშვეს დონის ასამაღლებლად, იქით რუმინეთმა 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონის ინგლისის სამწვრთნელო შტაბიდან დანიშნა მწვრთნელი. ასე რომ, შეიძლება, რაგბი ევროპა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. როგორ გესახება მომავალი ოთხი წელი? როგორ ხედავ მომავალ ოთხ წელში ქართული რაგბის განვითარებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული რაგბი ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს და რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს?

- ბევრი ფაქტორები არსებობს. მე მინდა შევეხო რაგბის კავშირის არჩევნებს, რომელიც ახლოვდება. პირველ რიგში არჩევნები უნდა ჩატარდეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც ცვლილებები იქნება და ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ მაგალითად ირაკლი აბუსერიძე ჩემი მეგობარია. ნებისმიერ ცვლილებაზე მაქვს საუბარი, ნებისმიერი ცვლილება იყოს, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, უნდა შეჯამდეს წელი. ასევე, აუცილებლად უნდა მოხდეს მწვრთნელის სწორად შერჩევა. ყველა მწვრთნელმა, ვინც აქამდე ეროვნულ ნაკრებში იყო, თავის პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მე იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე ხელს არავინ არ მოაწერს ახალ მწვრთნელთან, რადგან ამ ნაბიჯით გამოვა, რომ სხვა პრეზიდენტის არჩევნის შემთხვევაში, ახალ პრეზიდენტს საქმიანობაში ხელი შეეშლება, რადგან შეიძლება სხვა პრეზიდენტის ჭრილში მწვრთნელი არ ჩაჯდეს. ეს წესი აუცილებლად უნდა იქნას დაცული და თუ ახალი მწვრთნელი დაინიშნა, არჩევნების ვადებს მისი კონტრაქტი არ უნდა ცდებოდეს. ისიც შეიძლება, რომ ვინც პრეზიდენტობის კანდიდატები იქნებიან, დაილაპარაკონ და მწვრთნელების კანდიდანტებზე ერთად შეჯერდნენ, ესეც შეიძლება.

ეროვნული ნაკრებისთვის აუცილებლად უნდა შეირჩეს კარგი სამწვრთნელო შტაბი. აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი შიდა ჩემპიონატზე, უნდა მოგვარდეს მოედნის პრობლემები, უნდა მოგვარდეს ვიდეორეფერის პრობლემა, რადგან ერთ თამაშზე არის ხოლმე და მეორეზე არა, მაგალითად, „არმაზის“ თამაშებზე უმეტესად ვიდეორეფერი არ არის და გადამწყვეტ მომენტში, შესაძლოა, მსაჯს და თუნდაც მე, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვეპაროს. დიდი 10-ის გარდა, ასევე დიდი ყურადღება უნდა მიეპყრას საბავშვო რაგბს. უდიდესი პრობლემებია საბავშვო რაგბიში და ახლა ამაზე რომ ვისაუბრო, წვრილმანებზე ძალიან შორს წავალ. მთელი ეს რიგი რეფორმები უნდა გატარდეს აუცილებლად. კონკრეტული რეცეტრი არ არსებობს, რომ ამას გააკეთებ და ქართული რაგბი წინ წავა, ყველა ჯაჭვი უნდა გამაგრდეს და აუცილებლად უნდა მივიდეს ეს ჯაჭვი ეროვნულ ნაკრებამდე. უნდა ვიფიქროთ ფრენჩაიზზეც, რასაც სჭირდება ძლიერი ფონი. თუ ისინი არ გავაკეთეთ, რაც ზემოთ ვთქვი, ფრენჩაიზი ვერ გვიშველის, ასე არ არის. ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას ქართულ რაგბს და ვშიშობ კიდევაც, რომ უკან-უკან არ წავიდეთ.

- დიდი 10-ის პრობლემები ახსენე და მაგალითად, რამდენიმე ტურის წინ „იუნკერები“ – „ყოჩების“ მატჩში ერთ-ერთმა მოთამაშემ ფეხი მოიტეხა და ნახევარი საათი მინდორზე იწვა, რადგან მოედანზე სასწრაფო დახმარება არ იყო. ვისი ბრალია ეს და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?

- სამედიცინო მხარე კონტაქტურ სპორტში უმნიშვნელოვანესია და ეს მხარეც სერიოზულად მოიკოჭლებს. მეც ვნახე ის ფაქტი, რაც შენ ახსენე და ეს ქართული  რაგბისთვის დიდ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. სასწრაფოს მანქანა მოედანზე უნდა იდგეს წესით, ამას კი გუნდი უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ რაგბის კავშირი უნდა აკონტროლებდეს. ბევრი რამ არის მისახედი და დასალაგებელი და შესაბამისად, რაღაცით უნდა მოხდეს დაწყება.

- რომ შეგეძლოს სამი რაღაცის გაკეთება ქართული რაგბისთვის, რას გააკეთებდი, რითაც განვითარდებოდა ქართული რაგბი?

- დავიწყებდი ალბათ საბავშვო რაგბიდან, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი რომ ჩართულიყო. სკოლებში რაგბი არის შეტანილი, მაგ მხრივ ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება. მუშაობენ ამ მხრივ, მაგრამ შეიძლება ეს საკმარისი არაა და უფრო კრეატიული რაღაცეების მოფიქრებაა საჭირო, რომ ბავშვები ჩაერთონ რაგბიში. არ უნდა იყოს ბავშვისთვის რაგბი მეორეხარისხოვანი, როგორი ტენდენციაც ზოგჯერ არსებობს. არ უნდა იყოს ისეთი მიდგომა, „თუ რომელიმე სპორტზე არ ვივლი, მაშინ რაგბიზე ვივლი“ და ამ კუთხით მუშაობაა საჭირო. ალბათ ამაზე გრძელვადიანი პროექტი უნდა გაიწეროს და ყველა უნდა იყოს ჩართული, არჩევნების შედეგს მნიშვნელობა არ აქვს ამ მხრივ. ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ საბავშვო რაგბი განვითარდეს.

მეორე, სისწრაფეზე გავაკეთებდი ალბათ ძალიან დიდ აქცენტს. რაღაც გეგმა აუცილელბად უნდა შევიმუშავოთ, რომ სწრაფ მოთამაშეებზე გავაკეთოთ აქცენტი. რაღაც არის მოსაფიქრებელი, რომ სწრაფი მორაგბეები წამოვიდნენ და სწრაფი რაგბი ვითამაშოთ, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჩვენ სისწრაფეში პრობლემა გვაქვს. ჩვენ მაგრები ვართ ძალისმიერ თამაშში, მაგრამ პრობლემა გვაქვს სისწრაფეში და ეს როგორღაც უნდა აღმოიფხვრას.

მესამე - ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეორე დონის, ტიერ 2-ის ქვეყნებში, ჩვენი მოთამაშეები დიდი 10-დან არ წავიდნენ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ან ჩვენი ჩემპიონატის დაფინანსება უნდა გაიზაროს ან იმ ქვეყნის გუნდებს გავუზარდოთ გადასახადი მოთამაშეების სანაცვლოდ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან მორაგბეები რუსეთში, ესპანეთში და რუმინეთში არ წავიდნენ და გავამაგროთ ჩვენი შიდა ჩემპიონატი. რატომღაც მგონია, რომ ეს მოთამაშეები, შეიძლება, დაკარგული იყონ.

იხილეთ ინტერვიუს მესამე ნაწილი

კომენტარები

"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა
"ბარბაროსებმა" ბრაზილია დაამარცხეს, რორი ბესტმა გარდასახვა გაიტანა [VIDEO]
შოტლანდიამ 2020 წლის სუპერ ტესტ-მატჩები დაადასტურა
არმია - ვეფხვები 13:14 [ლელოები]
გოჩა სვანიძე: "არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკულ კლუბებსაც ვეთამაშოთ"
ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება!
"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის
ინგლისი -  სამხრეთ აფრიკა | მსოფლიო თასის ფინალის ვრცელი ვიდეო მიმოხილვა [VIDEO]
ფაფ დე კლერკის საუკეთესო მომენტები ინგლისის პრემიერშიფში [VIDEO]
ბექა გიგაშვილი: „20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად რაგბის მატჩს ვუყურე“