იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

19 ოქტომბერს ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება შედგება: თბილისის დროით 11:15 საათზე ინგლისი ოიტაში ავსტრალიას დაუპირისპირება, ხოლო 14:15 საათზე ახალი ზელანდიას ირლანდიას შეერკინება. ორივე შეხვედრას პირველი არხის ეთერში იხილავთ.

ინგლისი - ავსტრალია

ინგლისი

ბოლო წლების გათვალისწინებით, "წითელი ვარდები" ფავორიტებად ითვლებიან და უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნახევარფინალში სწორედ ისინი უნდა გავიდნენ, თუმცა ავსტრალიის ნაკრებთან ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ გახლავთ და ეს ედი ჯონსმაც მშვენივრად იცის, რომელმაც მაქსიმალურად კარგად მოამზადა გუნდი. მან მეოთხედფინალური მატჩისთვის ინგლისის სამწვრთნელო შტაბში ავსტრალიური რაგბის ლიგის მწვრთნელი რიკი სტიუარტი მიიწვია, რამაც "ვოლაბების" მწვრთნელი მაიკლ ჩეკა აშკარად დააბნია და ამ უკანასკნელმა ამის შესახებ ინტერესიც გამოხატა, თუ რატომ მოიწვია ჯონსმა რაგბის ლიგის სპეციალისტი. ფაქტია, რომ "ცბიერი ედი" მორიგ ხრიკს ხლართავს და ვნახოთ, ამჯერად რამდენად გაამართლებს.

შეიძლება ითქვას, რომ ინგლისმა C ჯგუფი, რომელსაც სიკვდილის ჯგუფს უწოდებდნენ, უმარტივესად მოიგო. ედი ჯონსის თქმით, ისინი ელოდებოდნენ, რომ ჯგუფში ორი ძალიან რთული მატჩი ექნებოდათ, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მათ არცერთი რთული შეხვედრა არ ჰქონიათ. ტონგასთან და აშშ-სთან იოლი გამარჯვება გასაკვირი არ გახლავთ, არგენტინის ნაკრები ასეთივე მარტივად იქნა დაძლეული და ამ მატჩს რთული ნაკლებად ეთქმის, ხოლო საფრანგეთთან მატჩი ტაიფუნ ჰაგიბისის გამო ჩაიშალა, რაზეც ედი ჯონსმა ენამოსწრებულად თქვა, რომ მის გუნდს ციკლონი ტაიფუნის ღმერთებმა გამოუგზავნა.

ინგლისის ნაკრებმა ორი კვირა სრულფასოვნად დაისვენა და ამასობაში, მათმა ძირითადმა მარცხენა ბურჯმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მაკო ვუნიპოლამ ტრავმა სრულიად მოიშუშა. შესაბამისად, ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო ჯო მარლერი თადარიგში გადაინაცვლებს. მცირე ტრავმა აწუხებდა ბილი ვუნიპოლასაც, თუმცა ისიც ჯანზეა და სასტარტოშია. საინტერესოა, რომ ჯონსმა უარი თქვა ორი მგეზავით თამაშზე და ოუენ ფარელი 10 ნომერზე გადაწია, ხოლო შუამარბებად მანუ ტუილაგი და ჰენრი სლეიდი გაირჯებიან.

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. მანუ ტუილაგი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი(კაპ), 9. ბენ იანგსი;

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჟე, 5. ქორთნი ლოუზი, 6. ტომ ქარი, 7. სემ ანდერჰილი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ლუკ ქოვან-დიქი, 17. ჯო მარლერი, 18. დენ კოული, 19. ჯორჯ კრუსი, 20. ლუის ლადლამი, 21. ვილი ჰეინცი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ჯონათან ჯოზეფი;

ავსტრალია

"ვოლაბებისთვის" ჯგუფურმა ეტაპმა ისე არ ჩაიარა, როგორც მათ სურდათ და სასურველი ხარისხის რაგბი ნამდვილად არ უჩვენებიათ. 50-ე წუთისთვის ისინი ფიჯისთან 9-ქულიანი სხვაობით აგებდნენ და "ვოლაბებმა" მხოლოდ ბოლო 20 წუთში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის პირველ ტაიმში მსაჯებს რის ჰოჯის უხეშობა გამოეპარათ, რომელსაც შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეთ, თორემ ჰოჯს წითელი ბარათი რომ მიეღო, შემდეგ რა მოხდებოდა, რთული სათქმელია.

ავსტრალიამ 45:10 სძლია ურუგვაის, თუმცა მათი პრობლემები ამჯერადაც გამოჩნდა. ისინი კლასით ბევრად დაბალ მეტოქესთან ხშირად ჯარიმდებოდნენ და ორი ყვითელი ბარათი მიიღეს. ასევე ერთი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს საქართველოსთან მატჩშიც, რომელსაც 75-ე წუთისთვის მხოლოდ 8-ქულიანი სხვაობით უგებდნენ და ბონუსის მომტანი ბოლო ორი ლელოს დადება, დასკვნით 5 წუთშიღა შეძლეს.

სამაგიეროდ, მაიკლ ჩეკას შეგირდებმა წააგეს ჯგუფის უმთავრესი მატჩი უელსთან და ამის გამო, ისინი ინგლისს შეხვდებიან და არა საფრანგეთს, რომელიც წესით "ვოლაბებისთვის" უფრო სასურველი მეტოქე უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ინგლისი ითვლება, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ახსოვს 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური შეხვედრა, როდესაც ავსტრალიამ მეტოქე მისსავე მოედანზე შეარცხვინა და ჯგუფში ჩატოვა. ინგლისისთვის ეს შავი ლაქაა, ის ერთადერთი მასპინძელია მსოფლიო თასების ისტორიაში, რომელიც ჯგუფში ჩარჩა და რევანშის აღებას ყველანაირად შეეცდება. 

საქართველოსთან მატჩის შემდეგ შერკინებაში ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან ალან ალა'ალატოა და მაიკლ ჰუპერი. მთლიანად შეიცვალა ღერძიც ნიკ ვაითის და მეთ ტო'ომუას ნაცვლად უილ გენია და კრისტიან ლეალი'იფანო ითამაშებენ. დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითად შემადგენლობაში იქნება რის ჰოჯი, ხოლო ცენტრში სამუ კერევის ახალგაზრდა ჯორდან პეტაია შეუწყვილდება, რომელიც მსოფლიო თასების ისტორიაში იქნება ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს და ასევე იქნება პირველი მორაგბე, ვინც 21-ე საუკუნეში დაიბადა და მეოთხედფინალში გამოჩნდება. 

ავსტრალია

უკანა ხაზი

15. ქერთლი ბილი, 14. რის ჰოჯი, 13. ჯორდან პეტაია, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კორობეტი, 10. კრისტიან ლეალი'იფანო, 9. უილ გენია;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. ტოლო ლატუ, 3. ალან ალა'ალატოა, 4. აიზაკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. დევიდ ფოქოქი, 7. მაიკლ ჰუპერი(კაპ), 8. ისი ნაისარანი;

მარქაფა

16. ჯორდან ულესე, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტანიელა ტუპო, 19. ადამ კოულმენი, 20. ლუქან სალაკაია- ლოტო, 21. ნიკ ვაითი, 22. მეთ ტო'ომუა, 23. ჯეიმს ო'კონორი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ძალზე თანაბრად გამოიყურება. სულ 50-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 25-ჯერ ავსტრალიამ მოიგო, 24-ჯერ ინგლისმა, ხოლო 1997 წელს "თვიქნემზე" ფრედ 15:15 ითამაშეს. როგორც აღვნიშნეთ, ავსტრალიამ 2015 წლის მსოფლიო თასზე მასპინძელს 33:13 მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. საინტერესოა, რომ ამ გუნდებმა მას შემდგომ ექვსჯერ ითამაშეს და ყველა შემთხვევაში ბრიტანელებმა იმარჯვეს.

მსაჯები

"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, ინგლისის და ავსტრალიის დაპირისპირებას ფრანგი ჟერომ გარსე განსჯის, რომელსაც კიდეებიდან ასევე ფრანგები რომან პუატი და მატიო რეინალი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბენ სქინი იქნება.

ახალი ზელანდია - ირლანდია

ახალი ზელანდია

"ოლ ბლექსმა" ჯგუფი მარტივად და სასურველი სცენარით მოიგო. ბუნებრივია, რომ მათ ნერვიულობა მოუწიათ პირველ ტურში, უძლიერესი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, თუმცა ათქულიანი სხვაობით მაინც იმარჯვეს და ამით, ფაქტობრივად პირველი ადგილი გაინაღდეს. მომდევნო მატჩებში მათ ძალზე იოლად, დიდი სხვაობით მოუგეს ნამიბიას და კანადას, ხოლო იტალიასთან შეხვედრა ტაიფუნ ჰაგიბისის გამო გაუქმდა და შესაბამისად, "კივებმაც" საკმაოდ დიდი ხანი, 13 დღე დაისვენეს, თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ წინა ორ მატჩში სუსტი მეტოქეები ჰყავდათ და ბევრი ძალის დახარჯვა არ მოუწიათ. 

რასაკვირველია ახალი ზელანდია ფავორიტია, თუმცა ბოლო პერიოდში მათ ირლანდია ძალიან კარგად ეთამაშება და იოლად ამჯერადაც არაფერს დათმობს. "ოლ ბლექსი" ირლანდიასთან მატჩს წელს კარგად ნაცადი შემადგენლობით დაიწყებს. შერკინებაში აღსანიშნავია ბროდი რეტალიკის დაბრუნება, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო თასზე ერთი თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო. ბოლო დროს უკვე ტრადიციულად, ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს ბოდენ ბარეტი, მგეზავის პოზიციაზე კი როჩი მო'უნგა იქნება. გარემარბებად ამ მსოფლიო თასზე ჩამოყალიბებული ახალი დუეტი ჯორჯ ბრიჯი და სევუ რისი ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა გამოცდილი უკანახაზელი ბენ სმიტი, სონი ბილ უილიამსი კი სათადარიგოთა შორის იქნება და თამაშში სავარაუდოდ მეორე ტაიმიდან ჩაერთვება.

უკანა ხაზი

15. ბოდენ ბარეტი, 14. სევუ რისი, 13. ჯეკ გუდჰიუ, 12. ენტონ ლენერ-ბრაუნი, 11. ჯორჯ ბრიჯი, 10. რიჩი მო'უნგა, 9. არონ სმიტი;

შერკინება

1. ჯო მუდი, 2. კოდი ტეილორი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. არდი სავეა, 7. სემ ქეინი, 8. ქირან რიდი(კაპ);

მარქაფა

16. დენ კოულსი, 17. ოფა ტუ'უნგაფასი, 18. ანგუს ტა'ავაო, 19. სკოტ ბარეტი, 20. მეთ ტოდი, 21. ტიჯეი პერენარა, 22. სონი ბილ უილიამსი, 23. ჯორდი ბარეტი;

ირლანდია

"სამყურებს" აქამდე ნახევარფინალში არასდროს უთამაშიათ და ახლაც, ისტორიის დასაწერაც ყველაზე ძლიერი მეტოქის, უკანასკნელი ორი მსოფლიო თასის მომგების ახალი ზელანდიის დამარცხება მოუწევთ. "ოლ ბლექსი" ფავორიტია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ 11 თვის წინ, ირლანდიამ ახალი ზელანდია დუბლინში 16:9 დაამარცხა და ირლანდიელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს გამოცდილება მათთვის სასარგებლო იქნება.

ჯგუფური ეტაპი მათთვის სასურველი სცენარით ვერ წარიმართა. მართალია, ძალზე მარტივად მოუგეს შოტლანდიას, რუსეთს და სამოას, თუმცა სენსაციურად წააგეს იაპონიასთან და პირველი ადგილი ტურნირის მასპინძლებს დაუთმეს. 

"სამყურები" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ. ისინი მხოლოდ ბანდი აკის მოისაკლისებენ, რომელმაც სამოასთან მოგებული (47:5) შეხვედრის პირველ ტაიმში უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო, ხოლო სადისციპლინო კომიტეტმა კიდევ უფრო მკაცრად დასაჯა და სამკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. აკის არყოფნაში, შუამარბებად რობი ჰენშოუ და გარი რინგროუზი ითამაშებენ.

უკანა ხაზი

15. რობ ქერნი, 14. ქით ერლსი, 13. გარი რინგროუზი, 12. რობი ჰენშოუ, 11. ჯეიკობ სტოკდეილი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ქონორ მარი;

შერკინება

1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. ტად ფარლონგი, 4. იან ჰენდერსონი, 5. ჯეიმს რაიანი, 6. პიტერ ო'მაჰონი, 7. ჯოშ ვან დერ ფლირი, 8. სიჯეი სტენდერი;

მარქაფა

16. ნიალ სქანელი, 17. დევიდ კილკოინი, 18. ენდრიუ პორტერი, 19. ტად ბეირნი, 20. რის რადოკი, 21. ლუკ მაკგრასი, 22. ჯოი ქარბერი, 23. ჯორდან ლარმური.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 31-ჯერ უთამაშიათ. მათი დაპირისპირება პირველად 1905 წელს შედგა და "ოლ ბლექსმა" 15:0 იმარჯვა. საინტერესოა, რომ ირლანდიას ახალ ზელანდიასთან პირველ მოსაგებად 29 ცდა და 111-წლიანი ლოდინი დასჭირდა. "სამყურებმა" "კივები" პირველად 2016 წლის 5 ნოემბერს ჩიკაგოში 40:29 დაამარცხეს, იქამდე კი ერთადერთხელ 1973 წელს ფრედ 10:10 ჰქონდათ ნათამაშები. 

31 მატჩიდან "ოლ ბლექსმა" 28 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დასრულდა. მათი უკანასკნელი დაპირისპირება 2018 წლის 17 ნოემბერს დუბლინში შედგა და ირლანდიამ 16:9 მოიგო. როგორც ხედავთ, ურთიერთშეხვედრებში "ოლ ბლექსს" დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა საინტერესოა, რომ ბოლო სამი მატჩიდან ორი ირლანდიის გამარჯვებით დასრულდა. 

მსაჯები

ახალი ზელანდიის და ირლანდიის რკენაში მთავარ მსაჯად უელსელი ნაიჯელ ოუენსი მოგვევლინება. გვერდითი მსაჯები ფრანგი პასკალ გოზე და ავსტრალიელი ანგუს გარდნერი იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან ინგლისელი გრემ ჰიუზი იქნება გამწესებული. მატჩი 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება.

კომენტარები

"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა
"ბარბაროსებმა" ბრაზილია დაამარცხეს, რორი ბესტმა გარდასახვა გაიტანა [VIDEO]
შოტლანდიამ 2020 წლის სუპერ ტესტ-მატჩები დაადასტურა
არმია - ვეფხვები 13:14 [ლელოები]
გოჩა სვანიძე: "არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკულ კლუბებსაც ვეთამაშოთ"
ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება!
"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის
ინგლისი -  სამხრეთ აფრიკა | მსოფლიო თასის ფინალის ვრცელი ვიდეო მიმოხილვა [VIDEO]
ფაფ დე კლერკის საუკეთესო მომენტები ინგლისის პრემიერშიფში [VIDEO]
ბექა გიგაშვილი: „20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად რაგბის მატჩს ვუყურე“