იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT

პირველად ისტორიაში: საქართველო ავსტრალიის წინააღმდეგ [პრევიუ]

პირველად ისტორიაში: საქართველო ავსტრალიის წინააღმდეგ [პრევიუ]

საქართველოს ნაკრები დღეს მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" ფუკუროიში ავსტრალიას შეერკინებიან.

საქართველო

"ბორჯღალოსნებმა" 3 ოქტომბერს დიდი იმედგაცრუება განიცადეს. მილტონ ჰეიგი ძალიან დიდი ხანი ამტკიცებდა, რომ მათი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თასის მოგება და შესაბამისად, ფიჯისთან გამარჯვება იყო, თუმცა სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ფიჯიმ ყველა სათამაშო კომპონენტში, მათ შორის მოლებში და შერკინებაში გვაჯობა, შესაბამისად დიდი სხვაობით, 45:10 აბსოლუტურად დამსახურებულად იმარჯვა. ჩვენმა ნაკრებმა კი, ფაქტობრივად მესამე ადგილის შანსი დაკარგა და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ავსტრალიასთან იმარჯვებს. 

საქართველოს ნაკრებისთვის ამ თამაშიდან რაიმე პოზიტიურს თუ გამოვყოფდით, ეს მამუკა გორგოძის ლელოა, რომელმაც მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზა და ულელოოდ არც იაპონია არ დატოვა. მამუკა "ვოლაბებთან" ძირითადში იქნება და ეს მისთვის მე-15 მატჩი იქნება პლანეტის პირველობებზე, რითაც მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება. 

ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და საერთოდ კარიერას დაასრულებს გიორგი ნემსაძე, რომელიც ასევე სასტარტოშია. შალვა სუთიაშვილი კი, რომელიც დიდი ალბათობით ასევე სანაკრებო კარიერას დაასრულებს, განაცხადში არ იმყოფება. 

საინტერესოა, რომ ძირითადში არაა ჯაბა ბრეგვაძე, რამაც გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. მიზეზი მარტივია, ჯაბა ერთადერთი მოთამაშეა საქართველოში, რომელიც სუპერ რაგბიში თამაშობს, ორი წელია "ვორათასის", "ბრამბიზის", "რებელსის" და "რედსის" წინააღმდეგ თამაშობს და შესაბამისად, ავსტრალიურ რაგბის იდეალურად იცნობს. ასევე ძალიან გასაკვირია, რომ განაცხადში არაა ლევან ჩილაჩავა, რომელიც ამ მსოფლიო თასზე ქართველ ბურჯთაგან აშკარად გამორჩეული იყო, თუმცა ცოტა სათამაშო დრო მიეცა.

ფიჯისთან წაგებული (10:45) შეხვედრის შემდეგ, სასტარტო თხუთმეტეულში ორი ცვლილება მოხდა: მესამეხაზში გიორგი თხილაიშვილი ბექა საღინაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ცხრა ნომრის პოზიციაზე ვასილ ლობჟანიძე გელა აფრასიძემ შეცვალა. გარდა ამისა, მარქაფაში ლევან ჩილაჩავას და მირიან მოდებაძის ნაცვლად, მარქაფაში გიორგი მელიქიძეს და თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. სოსო მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

ავსტრალია

"ვოლაბებმა" პირველ თამაშში ფიჯის დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს. 50-ე წუთისთვის ფიჯი 9 ქულით წინ იყო, თუმცა დასკვნით ნახევარ საათში უპირატესობა მოიპოვეს და 39:21 იმარჯვეს. მიუხედავად ამისა, ამ მატჩმა კითხვის ნიშნები გააჩნია, რადგან პირველ ტაიმში პესელი იატოზე რის ჰოჯის უხეში თამაში მსაჯებს გამორჩათ, არადა საწითალო იყო და შემდეგ ჰოჯი სამკვირიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს და საქართველოს წინააღმდეგაც არ იქნება, თუმცა ეს ფიჯის ვეღარაფერში წაეხმარება.

ურუგვაისთან მატჩში "ვოლაბებმა" იოლად 45:10 კი მოიგეს, მაგრამ ორი ყვითელი ბარათი მიიღეს და ამის გამო, მათი დამრიგებელი მაიკლ ჩეკა ძალიან უკმაყოფილო იყო. მისი თქმით, დისციპლინაში სერიოზული პრობლემები აქვთ და ამას ყურადღება უნდა მიაქციონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ. 

რაც შეეხება ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრას, "ოზები" უელსთან უაღრესად დაძაბულ მატჩში ოთხქულიანი სხვაობით დამარცხდნენ და პირველი ადგილი "დრაკონებს" გადაულოცეს. ამრიგად, მათ მეოთხედფინალში ინგლისთან დაპირისპირება მოუწევთ.

შემადგენლობას, რომლითაც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგაც ითამაშებენ, თავისუფლად შეგვიძლია, რომ უძლიერესი და ძირითადი ვუწოდოთ. ფიჯისთან პირველ ტურში მოგებულ (39:21) შეხვედრას რომ შევადაროთ, "ვოლაბებს" მხოლოდ სამი ცვლილება აქვთ განხორციელებული. სასტარტოში არ იქნებიან: კაპიტანი მაიკლ ჰუპერი, მარჯვენა ბურჯი ალან ალაალატოა და გარემარბი რის ჰოჯია. ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია, მაიკლ ჰუპერი თადარიგში უნდა ყოფილიყო, თუმცა ავადმყოფობის გამო თამაშს ვერ შეძლებს და მას ლუქან სალაკაია-ლოტო ჩაანაცვლებს. კიდევ ერთი ცვლილებაა მარქაფაში და იმავე მიზეზით, ადამ კოულმენის მაგივრად, თადარიგში რობ საიმონსი იქნება. რაც შეეხება ზემოხსენებული სამი მოთამაშის შემცვლელს, მათ ადგილს სეკოპე კეპუ, ჯეკ დემპსი და ჯორდან პეტაია დაიკავებენ. გუნდს დევიდ პოქოქი უკაპიტნებს.

ავსტრალიელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ქერთლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 13. ჯეიმს ო'კონორი, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. მეთ ტუმოა, 9. ნიკ უაითი;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. იზაკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. ჯეკ დემპსი, 7. დევიდ პოქოქი (კაპ.), 8. ისი ნაისარანი;

მარქაფა

16. ჯორდან უელესი, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტანიელა ტუპო, 19. რობ საიმონსი, 20. ლუქან საკალაია-ლოტო, 21. უილ გენია, 22. კრისტიან ლეალიიფანო, 23. დეინ ჰეილეტ-პეტი.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრებს ავსტრალიის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. ამ შეხვედრის შემდგომ, "ბორჯღალოსნებს" ყველა პირველი დონის გუნდთან ექნებათ ნათამაშები.

მსაჯები

შეხვედრას ფრანგი პასკალ გოზე განსჯის, რომელსაც კიდეებიდან ფრანგი ჟერომ გარსე და იაპონელი სუჰეი სუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი იქნება. 

სად ვუყუროთ? 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის და საქართველოს ნაკრებები 11 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.  

 

კომენტარები

ჩილაჩავა და მიქაუტაძე ძირითადში, ნარიაშვილი მარქაფაში
მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #7: იაპონიის სენსაცია ირლანდიასთან [VIDEO]
ედი ჯოუნსი: "ლონდონის "არსენალს" სიამოვნებით გავწვრთნიდი"
ვილკინსონის საჩემპიონო არეკნიდან ზუსტად 16 წელი გავიდა [VIDEO]
"ბრივში" ოთხი ქართველი ითამაშებს, გორგაძე პირველად გამოჩნდება - ქართული ამბები ევროთასებიდან
"მეთევზეებს უნდა ვეთამაშოთ" - რას წერს სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივარი საქართველოსთან მატჩზე?
მჭედლიძის ძირითადი, გოგოლაძის დებიუტი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან
დიდი 10, მსაჯების სტატისტიკა: ვის რამდენი ბარათი აქვს ნაჩვენები?
მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #8: კანადელი მორაგბეები ქუჩის დასუფთავებაში ეხმარებიან [VIDEO]
მამუკა გორგოძე "ტულონის" ძირითადშია, გიგაშვილი მარქაფაში