2023 წლის მსოფლიო თასზე რუსეთის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

"მსოფლიო რაგბიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პლანეტის პირველობის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა აღარ ჩატარდება.
მიზეზი, ტაიფუნი ჰაგიბისია, რომლის შესაძლო საფრთხეზეც რამდენჯერმე უკვე დავწერეთ.
რაგბის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, გაუქმდება ინგლისი - საფრანგეთის და ახალი ზელანდია - იტალიის დაპირისპირებები. შეხვედრებში 0:0 დაფიქსირდება და შესაბამისად, გუნდები 2-2 ქულა ჩაეწერებათ აქტივში. ასეთი რამ, აქამდე არასდროს მომხდარა.
ჯერჯერობით, კვირის მატჩები არ გაუქმებულა, თუმცა "მსოფლიო რაგბი" ამას არ გამორიცხავს და საბოლოო გადაწყვეტილება კვირას დილით (იაპონიის დროით) მიიღებს. თუ ზემოხსენებული შეხვედრების გადადება რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ გამოიწვევს, საქმე სულ სხვაგვარადაა A ჯგუფში.
"მსოფლიო რაგბის" თქმით, ირლანდიის და სამოის შეხვედრა შაბათს გაიმართება, ხოლო კვირას იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების ჩატარება/არჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. თუ ისე მოხდა, რომ A ჯგუფის ბოლო ტურის მეორე დაპირისპირება ჩაიშალა, შოტლანდია ავტომატურად ჯგუფში ჩარჩება.
შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა შოტლანდიის რაგბის კავშირი და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
"ჩვენ გვაქვს რეგულარული დიალოგი "მსოფლიო რაგბისთან" ყველა დონეზე, რათა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრების შეხვედრა იაპონიის წინააღმდეგ ჩატარებული იქნას დაგეგმილისამებრ. საზოგადოებრივი უსაფრთხოება რა თქმა უნდა პრიორიტეტულია.
ამ პოტენციური საფრთხის პირობებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "მსოფლიო რაგბს" აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ამ შეხვედრის ჩატარება და შოტლანდიის ნაკრებს შეეძლება მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა", - წერს შოტლანდიის რაგბის კავშირის სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 14:45 საათზეა დაგეგმილი. ამ მატჩმა ერთ-ერთი მეოთხედფინალისტი უნდა გამოავლინოს და ამით ჯგუფური ეტაპიც სრულდება.
2023 წლის მსოფლიო თასზე რუსეთის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ავსტრალიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა ის ტესტ-მატჩები, რომელსაც "ვოლაბები" 2020 წლის ნოემბერში გამართავენ.
გასულ უქმეებზე ჩემპიონთა თასის მესამე ტური გაიმართა, სადაც არაერთი ლამაზი ლელო გავიდა.
სამხრეთ აფრიკის შერკინების ყოფილი მწვრთნელი მეთ ფრაუდფუტი ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.
ჩესლინ კოლბი "ტულუზს" დაუბრუნდა
დიდ 10-ში მოასპარეზე "იუნკერების" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი საინტერესო ფოტოს აქვეყნებს.
ჩემპიონთა თასის მესამე ტურში ირლანდიური გრანდი "ლენსტერი" სტუმრად "ნორთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 43:16 დაამარცხა.
ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია.
"მონპელიე" გასვლაზე "ტულუზთან" დამარცხდა
"მსოფლიო რაგბიმ" 2019 წლის მსოფლიო თასის 10 საუკეთესო ლელო გამოაქვეყნა.
კომენტარები