ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
22
ირლანდიაირლანდია
0
19 ოქტ, 14:15
HT
უელსიუელსი
-
საფრანგეთისაფრანგეთი
-
20 ოქტ, 11:15
NS
იაპონიაიაპონია
-
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
-
20 ოქტ, 14:15
NS
იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT

გადამწყვეტი ბრძოლა 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის: საქართველო VS ფიჯი [პრევიუ]

გადამწყვეტი ბრძოლა 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის: საქართველო VS ფიჯი [პრევიუ]

3 ოქტომბერს ერთმანეთს საქართველოს და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც. ვინც ამ შეხვედრას მოიგებს, ფაქტობრივად მე-3 ადგილს და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებს.

საქართველო

უელსთან პირველ ტურში წაგებული (14:43) შეხვედრის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა ძირეულად შეცვალა და ურუგვაისთან შეხვედრაში აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი დააყენა, რომელმაც გაამართლა და "ლოს ტეროსს" ბონუსით 33:7 სძლია.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ჰეიგმა ურუგვაისთან მოთამაშეთა უმრავლესობა დაასვენა და ფიჯისთან მატჩისთვის გადაინახა. მხოლოდ ოთხი ისეთი მოთამაშეა სასტარტო თხუთმეტეულში, რომელთაც ურუგვაისთან მოგებულ (33:7) მატჩში ძირითადში დაიწყეს: კონსტანტინე მიქაუტაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კვესელაძე და ლაშა ხმალაძე. ეს უკანასკნელი ამჯერად მგეზავად ითამაშებს, ხოლო ფულბექი სოსო მათიაშვილი იქნება. თედო აბჟანდაძე ამჯერად დაისვენებს, მარქაფაში კი ლაშა მალაღურაძე იმყოფება. 

შერკინება ზუსტად ისეა დაკომპლექტებული, როგორც უელსთან მატჩში იყო. ასევე აღსანიშნავია, მერაბ შარიქაძის სასტარტოში დაბრუნება და შესაბამისად, გუნდსაც ის უკაპიტნებს. თამაზ მჭედლიძე განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო მირიან მოდებაძე მარქაფაშია. 

ოთარ გიორგაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი მაქსიმალურად ემზადებოდნენ ფიჯისთან მატჩისთვის, მეტოქეზე კარგად არიან მომზადებულები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველი გულშემატკივრები გაახარონ.

უკანა ხაზი

15. სოსო მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯი

ფიჯიმ ავსტრალიასთან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ერთი საათის თავზე უგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 15 წუთში გატყდა და სამი ლელო მიიღო. შესაბამისად, 21:39 დამარცხდა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმები მიიღეს მესამეხაზელებმა პესელი იატომ და ვილიამე მატამ, ორივე შესაცვლელი გახდა და ფიჯელთა მთავარი მწვრთნელის ჯონ მაკქის თქმით, მათი მარცხი დიდწილად სწორედ ამ ტრავმებმა განაპირობა, რადგან მეორე ტაიმში მესამე ხაზში მეორეხაზელის დაყენება მოუწიათ.

ამის შემდეგ, მაკქიმ ურუგვაისთან 12 მოთამაშე შეცვალა და მეორე შემადგენლობით გადაწყვიტა მოგება, რაც მათ არ გამოუვიდათ. ურუგვაიმ მეტოქის შეცდომები გამოიყენა და სენსაციურად 30:27 სძლია. უნდა აღინიშნოს, რომ ცუდი თამაშის მიუხედავად, ფიჯი მაინც მოიგებდა ნორმალური დამრტყმელი რომ ჰყოლოდათ, მაგრამ ჯოშ მატავესიმ ძალიან მარტივი დარტყმები გააფუჭა და ჯამში, ფიჯელებმა არაზუსტი დარტყმებით 11 ქულა გაანიავეს.

მაკქიმ თითქმის იგივე შემადგენლობა დააყენა, რომლითაც პირველ ტურში ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშეს. მხოლოდ ორი განსხვავებაა შერკინებაში: მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე პენი რავაის ნაცვლად მანასა საულო თამაშობს, ხოლო მესამეხაზში ვილიამე მატას მაგივრად სემი კუნატანი გაირჯება. აღსანიშნავია, რომ მატამაც და იატომაც ტრავმები მოიშუშეს, მაგრამ მატა მაკქიმ თადარიგში დატოვა, ხოლო იატო ძირითადშია.

ფიჯელი ფანები ურუგვაისთან წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოსთან აუცილებელ გამარჯვებას მოითხოვენ, რადგან ფიჯელთათვის ეს პრესტიჟის ამბავია და ურუგვაისთან შერცხვენის შემდგომ, კიდევ ერთი მარცხის უფლება აღარ აქვთ. 

უკანა ხაზი

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიათალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი;
 
შერკინება

1. კემპისი მა'აფუ, 2. სემ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკ ვაქანიბუროტუ(კაპ), 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო;

მარქაფა 

16. ვერემალუა ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპი რატუნიიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯეილ ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი;

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასების ეგიდით პირველად შეხვდებიან. სულ კი, აქამდე მათი გზები სამჯერ გადაიკვეთა. 

მათი პირველი ჯახი 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე შედგა. "მიხეილ მესხზე" ფიჯიმ დაძაბულ ბრძოლაში 24:19 იმარჯვა. ქართველთაგან ერთადერთი ლელო დავით ხინჩაგიშვილმა დადო, გარდასახვა და ოთხი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

2016 წლის ზაფხულის ტესტებზე ფიჯიში "ბორჯღალოსნებმა" 14:3 იმარჯვეს. ლელო ლაშა ხმალაძემ დადო, ხოლო სამი ჯარიმა კვირიკაშვილმა შეასრულა ზუსტად.

2018 წლის ზაფხულში წყნარი ოკეანის თასზე, "მფრინავმა ფიჯელებმა" 37:15 დაგვამარცხეს. ლელოები ვიქტორ კოლელიშვილმა და სანდრო თოდუამ დადეს, სოსო მათიაშვილმა კი თითო ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა.

ჯამში, ამ მატჩებში ფიჯიმ 64 გაიტანა, ხოლო საქართველომ - 48.

მსაჯები

შეხვედრას ახალზელანდიელი პოლ უილიამსი განსჯის, რომელსაც კიდეებიდან სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი და ინგლისელი მეთიუ ქარლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ინგლისელი გრემ ჰიუზი იქნება.

სად ვუყუროთ?

შეხვედრა თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში იხილავთ. 

კომენტარები

ინგლისი - ავსტრალი 40:16 [VIDEO]
ოუვენ ფარელი: "ავსტრალიამ ბრწყინვალედ ითამაშა"
ინგლისმა ავსტრალია დიდი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]
გიორგი ნემსაძე მცირე ხნით "ვევეა პადმასკოვიეს" შეუერთდა
ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს
საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]
მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური, რომლიდანაც "ბორჯღალოსნები" ამოშალეს
ჯონა ლომუს პირველი ლელო მსოფლიო თასზე [VIDEO]
იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა