იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT

"ბორჯღალოსნები" პირველი მატჩის მოსაგებად ემზადებიან: საქართველო VS ურუგვაი [პრევიუ]

"ბორჯღალოსნები" პირველი მატჩის მოსაგებად ემზადებიან: საქართველო VS ურუგვაი [პრევიუ]

29 სექტემბერს მსოფლიო თასის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები კუმაგაიაში ურუგვაის დაუპირისპირდება.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან უშანსოდ 14:43 დამარცხდა, ხოლო ურუგვაიმ სარაგბო სამყარო გააოცა და ფიჯის 30:27 სძლია.

საქართველო

უელსთან რომ პირველი ტაიმი, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმი პირწმინდად ჩავაგდეთ, შემდეგ კი თამაში გამოვასწორეთ და მეორე ტაიმში ბევრი პოზიტიური მომენტი შეიქმნა, ამაზე ბევრჯერ დაიწერა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ იმ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოსწორებული იქნას და გუნდმა თავისი რაგბი ითამაშოს, რომლის ჩვენებაც უკანასკნელ მატჩებში ძალიან გაუჭირდათ და ეპიზოდურად თუ შემოგვთავაზეს.

"ბორჯღალოსნების" სასტარტო თხუთმეტეულში 12 ცვლილებაა. მხოლოდ სამი მორაგბეა, რომელთაც სასტარტოში ადგილი შეინაჩუნეს: კონსტანტინე მიქაუტაძემ, თედო აბჟანდაძემ და გიორგი კვესელაძემ. გუნდს ჯაბა ბრეგვაძე უკაპიტნებს, რომელიც "ბორჯღალოსნების" 32-ე კაპიტანი იქნება.

ნაკრებს დაუბრუნდა მერაბ შარიქაძე, რომელიც მარქაფაშია და 27 აგვისტოს, "საუზერნ კინგსთან" მიღებული ტრავმის შემდეგ აღარ უთამაშია. ასევე მარქაფაშია მამუკა გორგოძე. სამ მორაგბეს კი, მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება. საუბარია, ზურაბ ძნელაძეზე, გიორგი მელიქიძეზე და ვანო კარკაძეზე. 

საქართველოს ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა და სასურველია, რომ ბონუსით. "ბორჯღალოსნების" მიზანი ტურნირზე ორი მატჩის მოგება გახლავთ და ამის გაკეთებლად, პირველ რიგში "პრანწიების" დამარცხებაა საჭირო. ჩვენების მთავარი კოზირი რასაკვირველია შერკინება და ძალისმიერი თამაში იქნება, სავარაუდოდ გუნდი შეეცდება, რომ მეტოქეს რაქები შეუნელოს და მის სწრაფ უკანახაზელებს მაქსიმალურად შეუზღუდოს სივრცეები.

უკანა ხაზი

15.ლაშა ხმალაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე(კაპ), 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე;

მარქაფა

16. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. სოსო მათიაშვილი;

ურუგვაი

ურუგვაიმ ისეთი რამ გააკეთა, რასაც მისგან არავინ ელოდა, დაამარცხა ფიჯი და 16-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო თასზე პირველად იმარჯვა.

მადა ჭამაში მოდისო და ამჯერადაც ასეა. ურუგვაელებს ამბიცია მოეძალათ, თუ ფიჯის მოვუგეთ, საქართველოს დამარცხებაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთო? თანაც, მათთვის ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი იმიტომ გახლავთ, რომ თუ ისინი კიდევ ერთ სენსაციას მოახდენენ და საქართველოს მოუგებენ, მაშინ ფაქტობრივად მე-3 ადგილს გაინაღდებენ, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურ კვალიფიკაციას ნიშნავს.

"ლოს ტეროსმა" 25 სექტემბერს ითამაშა, ხოლო საქართველომ 23-ში. შესაბამისად, "ბორჯღალოსნებს" ორი დღით მეტი დასვენება უწევთ და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი უპირატესობა გახლავთ. მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით მეტოქე დაიღლება და მილტონ ჰეიგი შეეცდება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს და ფიზიკური თამაშით თავიდანვე მაქსიმალურად დაღალოს მეტოქე. თუმცა, ურუგვაელებმა იმხელა მუხტი მიიღეს ფიჯისთან მოგების შემდეგ, რომ ყველანაირად შეეცდებიან, საკუთარ თავს გადაახტნენ და ისტორიული შედეგი დააფიქსირონ. სამხრეთ ამერიკელმა მთავარი კოზირი სწრაფი უკანახაზელები და ხელხელ სწრაფი თამაში უნდა იყო. მოკლედ, იოლი გასეირნება საქართველოს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. დანარჩენს კი ერთად ვნახავთ.

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესტებან მენესესმა საქართველოსთან სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელა.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დიეგო არბელოს ნაცვლად, ამჯერად ხუან პედრო რომბისი ითამაშებს, ხოლო 8 ნომრის პოზიციაზე ალეხანდრო ნიეტომ მანუელ დიანა ჩაანაცვლა. გუნდს ამჯერადაც ხუან მანუელ გამინარა უკაპიტნებს. 

შემადგენლობა

უკანა ხაზი


15. გასტონ მიერესი, 14. ნიკოლას ფრეიტასი, 13. ხუან მანუელ კატი, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. სანტიაგო არატა;

შერკინება

1. მატეო სანგინეტი, 2. ჟერმან კესლერი, 3. ხუან პედრო რომბისი, 4. იგნასიო დოტი, 5. მანუელ ლეინდეკარი, 6. ხუან მანუელ გამინარა(კაპ), 7. სანტიაგო ჩივეტა, 8. ალეხანდრო ნიეტო;

მარქაფა

16. ფაკუნდო გატასი, 17. ხუან ეჩევერია, 18. დიეგო არბელო, 19. დიეგო მაგნო, 20. ხუან დიეგო ორმაქეა, 21. მანუელ არდაო, 22. აგუსტინ ორმაქეა, 23. ლეანდრო ლეივასი;

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და ურუგვაის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან. 

აქედან სამი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორი - ურუგვაის. 2003 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც "ბორჯღალოსნებისთვის" სადებიუტო იყო, ურუგვაიმ 24:12 იმარჯვა. მას შემდგომ კი, გუნდების გზა პლანეტის პირველობებზე აღარ გადაკვეთილა. 

ეს გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად 2015 წლის 13 ივნისს თბილისის თასზე დაუპირისპირდნენ და მილტონ ჰეიგის გუნდმა 19:10 იმარჯვა. 11 ქულა ბექა წიკლაურმა მიითვალა, რომელმაც სამი ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა, ერთი ჯარიმა ლაშა მალაღურაძის ანგარიშზეა, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძემ "ლოს ტეროსი" მე-7 წუთზე დაალელოვა. 

მსაჯები

შეხვედრას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი მსაჯი, ინგლისელი უენ ბარნსი განსჯის, რომელსაც კიდეებიდან ახალზელანდიელი პოლ უილიამსი და ფრანგი ალექსანდრე რუისი დაემხარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი იქნება. 

სად ვუყუროთ?

შეხვედრა თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ. 

კომენტარები

ბრწყინვალე სანახაობა ლონდონში: ბარბაროსებმა და ფიჯიმ შოუ დადგეს [VIDEO]
ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]
"სარასენსი" პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის "მონპელიემ" ბრძოლაში წააგო
ილია კაიკაციშვილის ორი ლელო პრო დ2-ში [VIDEO]
აბჟანდაძის ყველა ქულა, გიორგაძის და ლობჟანიძის ლელოები ჩელენჯ თასზე [VIDEO]
სოსო ბეკოშვილი მძიმედ დაშავდა
ნიკა ამაშუკელი: "დიდი პატივია, როდესაც 139-წლიანი ისტორიის მქონე გუნდის თამაშს მსაჯობ"
"კლერმონმა" "ჰარლექუინსი" გაანადგურა, ზირაქაშვილმა მეორე ტაიმში ითამაშა
დიდი 10: ქამბექების შაბათი თბილისში
ჩელენჯ თასი: ყაულაშვილის "ბორდომ" ჟვანიას "უოსპსი" დაამარცხა