პაუზა ხანგრძლივდება - რაგბი ევროპის ახალი გადაწყვეტილება ცნობილია

პაუზა ხანგრძლივდება - რაგბი ევროპის ახალი გადაწყვეტილება ცნობილია

"რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მათი ეგიდით გასამართ ტურნირებზე აღებული იძულებითი პაუზა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდება.

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "რაგბი ევროპის" ეგიდით გასამართი მატჩები 15 აპრილამდე გადაიდო. ამის გამო, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ყველა შეხვედრა, მათ შორის საქართველო - რუსეთის დაპირისპირება ჩაიშალა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 15 აპრილამდე შეუძლებელია მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება და ორგანიზაციაში შემავალმა კავშირებმა შეძლონ უსაფრთხო პირობებში თამაში. 

"რაგბი ევროპა" ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და აწარმოებს შესაბამის მონიტორინგს  კავშირებთან,  ადგილობრივ ხელისუფლებებთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან. ევროპული რაგბის მმართველი ორგანო პატივს სცემს ყველა მითითებას კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ და მთავარი ინტერესი საზოგადოების ჯანმრთელობაა. 

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში