"ტულუზი" "სარასენსიდან" გაძლიერდება

"ტულუზი" "სარასენსიდან" გაძლიერდება

ფრანგული და ინგლისური პრესა წერს, რომ "სარასენსს" ზაფხულში შუამარბი ალექს ლოზოვსკი დატოვებს და კარიერას საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის "ტულუზის" რიგებში განაგრძობს.

როგორც მოგეხსენებათ, სახელფასო ჭერის გადაჭარბებისთვის "სარასენსი" უმკაცრესად დასაჯეს, პრემიერშიპიდან დააქვეითეს და მომდევნო სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს. ლონდონელებმა სახელფასო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უნდა შეამცირონ, შესაბამისად, კლუბს აუცილებლად მოუწევს, რომ რამდენიმე მოთამაშეს შეელიოს. 

გარდა ამისა, საუბარია, რომ საფრანგეთში თუ სარაგბო სეზონის განახლება და დასრულება ვერ მოხერხდა, მაშინ, ტოპ 14-დან  არავინ არ გავარდება, პრო დ2-დან კი ორი გუნდი შეემატება და დროებით ტოპ 16 გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც დატვირთული კალენდარი კიდევ უფრო გაიზრდება და გუნდებს შემადგენლობის გაფართოება მოუწევთ. 

26 წლის ლოზოვსკი შუამარბის გარდა, მგეზავის პოზიციაზეც ასპარეზობს. ის "სარასენსში" 2016 წელს "უოსპსიდან" გადავიდა და 106 შეხვედრა ჩაატარა და 16 ლელოს გატანა მოახერხა. მას ინგლისის ნაკრების კვართით 5-ჯერ აქვს ნათამაშები და 1 ლელო დადო. 

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში