ლეგენდარული მა'ა ნონუს გამორჩეული მომენტები 2003-2015 წლებიდან [VIDEO]

ლეგენდარული მა'ა ნონუს გამორჩეული მომენტები 2003-2015 წლებიდან [VIDEO]

იქამდე, სანამ კორონავირუსის გამო სარაგბო ტურნირები შეწყვეტილია, ყოველდღიურად საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ: ქართველი ლეგიონერების, კლასიკური მატჩების, საქართველოს ნაკრების შეხვედრების, მსოფლიო ვარსკვლავების, გამორჩეული ლელოების და ა.შ.

ამჯერად ლეგენდარული მა'ა ნონუს კარიერიდან 2003-2015 წლების საუკეთესო მომენტებს გთავაზობთ. ამ პერიოდში, მან "ოლ ბლექსის" კვართი 103-ჯერ მოირგო და 31 ლელოს დადება მოახერხა, ხოლო "ჰარიქეინსის" რიგებში სუპერ რაგბიში 126-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა ლელო 48-ჯერ აიღო. ნონუმ 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ "ჰარიქეინსი" დატოვა და მცირე ხნით იაპონიას მიაშურა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ორი სეზონი "ბლუზში" (25 მატჩი, 4 ლელო), ერთი კი "ჰაილენდერსში" (10 მატჩი, 1 ლელო) გაატარა და კვლავ "ჰარიქეინსში" წავიდა, სადაც 2015 წლის სუპერ რაგბიში ითამაშა.

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ნონუმ საფრანგეთს მიაშურა და "ტულონში" სამი სეზონი იასპარეზა, სადაც 77 მატჩში მოწინააღმდეგეები 14-ჯერ დაალელოვა. ამის შემდეგ, ის სამშობლოში, "ბლუზში" დაბრუნდა და 2019 წლის სუპერ რაგბი მაღალ დონეზე ჩაატარა (14 მატჩი, 3 ლელო), თუმცა სტივ ჰანსენმა მსოფლიო თასზე არ უხმო და ლეგენდარულმა შუამარბმა ამერიკას მიაშურა, სადაც "სან დიეგოში" ჩაირიცხა და სანამ კორონავირუსის გამო, ამერიკის ჩემპიონატი შეწყდებოდა, ოთხ მატჩში სამი ლელოს დადება შეძლო. 

ნონუ ორჯერ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

კომენტარები

"ოლ ბლექსის" ოფიციალურმა გვერდმა ჯონა ლომუს ლეგენდარული ლელო გაიხსენა [VIDEO]
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ