ლეგენდარული ჯო როკოსოკოს საუკეთესო მომენტები სანაკრებო კარიერიდან [VIDEO]

ლეგენდარული ჯო როკოსოკოს საუკეთესო მომენტები სანაკრებო კარიერიდან [VIDEO]

იქამდე, სანამ კორონავირუსის გამო სარაგბო ტურნირები შეწყვეტილია, ყოველდღიურად საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ: ქართველი ლეგიონერების, კლასიკური მატჩების, საქართველოს ნაკრების შეხვედრების, მსოფლიო ვარსკვლავების, გამორჩეული ლელოების და ა.შ.

ამჯერად, გთავაზობთ ლეგენდარული ჯო როკოსოკოს გამორჩეულ სანაკრებო მომენტებს. "კივების" ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფრთას ახალი ზელანდიის კვართით 68-ჯერ უთამაშია და 46 ლელო აქვს გატანილი, იმდენივე რამდენიც - კრისტიან ქალენს და ჯულიან სავეას. "ოლ ბლექსის" რიგებში მათზე მეტი ლელო მხოლოდ დუგ ჰოულეტის აქვს დადებული - 49. 

როკოსოკო ახალი ზელანდიის ნაკრებში 2003-2010 წლებში თამაშობდა. მან 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა, ხოლო 2011 წელს მშობლიური "ბლუზი" დატოვა და ევროპას მიაშურა, რითაც 28 წლის ასაკში მისი სანაკრებო კარიერა დასრულდა. მან 2011-2015 წლებში "ბაიონის" ღირსება დაიცვა, ხოლო 2015-2015 წლებში "რასინგ 92"-ში იასპარეზა. 

ის ამჟამად 36 წლის არის. მისი სარაგბო კარიერის დასრულება და ამავდროულად გამოსამშვიდობებელი თამაშის ჩატარება 29 მაისს იგეგმება, როდესაც "კლასიკ ოლ ბლექსი" მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთს უნდა ესტუმროს, თუმცა კორონავირუსის გამო, დიდი შანსია, რომ ეს მატჩი გადაიდოს. საბოლოო გადაწყვეტილება 15 აპრილს გახდება ცნობილი. 

იხილეთ როკოსოკოს გამორჩეული მომენტები "ოლ ბლექსიდან". 

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში