მოედნიდან კორონავირუსის ეპიცენტრში - იტალიის ნაკრების მორაგბის საგმირო საქმე

მოედნიდან კორონავირუსის ეპიცენტრში - იტალიის ნაკრების მორაგბის საგმირო საქმე

მთელს მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, თუმცა ეს ყველაზე მეტად იტალიას ეხება, რომელშიც კატასტროფული ვითარებაა შემქნილი. ამ მომენტისთვის იტალიაში ინფექციის 47021 შემთხვევა გამოვლინდა და მასზე მეტი დაავადებული მხოლოდ ჩინეთშია, თუმცა აპენინის ნახევარკუნძულის ბინადარმა გარდაცვლილების მაჩვენებლით ჩინეთსაც გადაუსწრო - 4032.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ჩრდილოეთ იტალიაშია. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი კი ემილია-რომანია და ქალაქი პარმა გახლავთ. ჩვენი დღევანდელი სტატია კი, სწორედ პარმული კლუბის "ძებრეს" და იტალიის ნაკრების მესამეხაზელს მაქსიმ მბანდას და მის საგმირო საქმეს ეხება.

15 მარტს იტალიის ნაკრებს "სტადიო ოლიმპიკოზე" 6 ერი ბოლო ტურში 60000 გულშემატკივრის წინაშე ინგლისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა და სპორტსმენებმაც საკარანტინო ზონაში გადაინაცვლეს. ასე არ მოქცეულა მაქსიმ მბანდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ურთულეს დღეში მყოფ სამშობლოს დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას სამედიცინო განათლება არ აქვს. მან სახეზე ნიღაბი გაიკეთა, შეიარაღდა სრული დამცვავი აღჭურვილობით და ყვითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად, სამედიცინო დახმარების მძღოლად მოგვევლინა.

"როდესაც ყველა სარაგბო ტურნირი გაუქმდა, მაშინვე დამაინტერესდა, როგორ შემეძლო ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დავხმარებოდი, თუნდაც სამედიცინო უნარების გარეშე", - ამბობს მბანდა.

"მე აღმოვაჩინე ყვითელი ჯვარი, რომელსაც სატრანსპორტო მომსახურების დანიშნულება გააჩნია, მათ მიაქვთ მედიკამენტები და საკვები მოხუცებისთვის." 

მას შემდგომ, რაც ის ნიღბების, საკვების და წამლების მიტანაში დაეხმარა, ფიზიკური ძალიდან გამომდინარე, გამოიყენეს იქ, სადაც ყველაზე სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო - "წინა ფრონტზე, პრობლემის შუაგულში". 

"რეგიონის ერთი საავადმყოფოდან მეორეში დაინფიცირებული პაციენტები გადაყავთ, რაშიც მე ვეხმარები. მე ვეხმარები საკაცის აწევაში ან ინვალიდის ეტლით გადაადგილებაში. ასევე ვეხმარები ჟანგბადის ბალონით. 

რასაც საკუთარი თვალებით ვხედავ, არის აბსოლუტურად კრიტიკული ვითარება. საავადმყოფოების სტრუქტურების 95% მიმართულია კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისკენ. ხალხს იმის დანახვა რომ შეეძლო, რასაც მე ვხედავ, აღარ იქნებოდა გრძელი რიგები სუპერმარკეტების წინ. ისინი ამაზე იფიქრებდნენ ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ, სახლიდან გასვლის წინ", - ირწმუნება 26 წლის მორკინალი.

"რასაც ვხედავ, აქ ყველა ასაკის ხალხია. ექიმები და ექთნები საღამოობით მორიგეობენ და მათ ერთი წუთიც არ სძინავთ, მხოლოდ მეორე დღეს ცდილობენ ცოტათი დაისვენონ. არის თუ არა კრიზისული სიტუაცია? მე ვისურვებდი ვთქვა, რომ სიტუაცია ზღვარზეა. თუმცა, მეშინია რომ უნდა ვთქვა - "ეს ასე არ არის." 

მბანდა "წინა ხაზზე" მოხალისე თანამებრძოლებთან ერთად, მისი ქირურგი მამის მხარდაჭერით გავიდა. მორაგბეს უწევს, რომ გახდეს ფსიქოლოგი, რადგან მას უწევს პაციენტებთან კონტაქტი, მათ შორის ისეთ განყოფილებებშიც, სადაც დღის წესრიგში ხალხის სიკვდილია. "როდესაც მათ თვალებს უყურებ, მაშინაც კი, თუ ისინი ვერ ახერხებენ საუბარს, თვალებით ახერხებენ კომუნიკაციას და ისეთ რამეს გეუბნებიან, რომელთა წარმოდგენაც არ შეგიძლია, არ გინდა", - აღნიშნავს "ძებრეს" მორაგბე.

"მათ ესმით განგაშის ნიშნები. ექიმები და ექთნები ერთი განყოფილებიდან მეორეში დარბიან. როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი, ადამიანი, რომელიც პირველად ვნახე, მითხრა, რომ ის სამი საათის წინ ჩამოვიდა, როდესაც მისი მეზობელი გარდაიცვალა. ღამით, კიდევ ორი ქალი გარდაიცვალა თავიანთ ოთახში. მას აქამდე არასდროს ჰქონდა ნანახი ვინმეს სიკვდილი", - დასძინა მან. 

"მე ვრჩები აქ. პაციენტებთან ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ისინი ჩვენი ნათესავები არიან. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყოველ ჯერზე მათთან შეხებისას, თუნდაც უბრალო ალერსის მიზნით, რომ სასწრაფო დახმარებამ კომფორტი შეუქმნას მათ, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ხელების დეზინფიცირება.

რვა დღის წინ მოვედი და მას შემდგომ, შეუსვენებლად ვმუშაობ 12-13 საათიანი როტაციით. მაგრამ როდესაც ვარ ამის პირისპირ და ვხედავ იმას, რაც ინფექციური დაავადებების ოთახებში ხდება, ჩემს თავს გეუბნები, რომ ვერ დავიღლები", - აცხადებს მბანდა, რომელიც დარწმუნებულია, რომ დახმარება სხვებსაც შეუძლიათ. 

"შიში ნორმალურია. მაგრამ, არსებობს პატარა რაღაცეები, რისი გაკეთებაც შეიძლება უსაფრთხოდ. ეს არის ერთ ან თუნდაც ნახევარსაათიანი დასვენება მათთვის, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა. მათთვის ეს დასვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია."

მბანდა იტალიის ნაკრებში შეჩვეულია, რომ იბრძვის და ბოჭავს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს და ის არც ამ შემთხვევაში აპირებს დანებებას. 

"სანამ ძალა მექნება, მე აქ ვიქნები. სანამ ექსტრემალური ვითარება იქნება, მეც აქ დავრჩები", - დაასრულა საუბარი "აძურის" მესამეხაზელმა.

მაქსიმ მბანდა იტალიის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 19 მატჩში 2 ლელოს დადება მოახერხა. მან 2019 წლის მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა. იქამდე კი, 2014 და 2015 წლებში იტალიის "ა" ნაკრების შემადგენლობაში თბილისის თასზე 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ის "ძებრეს" 2015 წელს შეუერთდა, 51-ჯერ გავიდა მინდორზე და მეტოქეთა ლელო 5-ჯერ აიღო.

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში