ოფიციალურად: საქართველო - რუსეთის მატჩი გადაიდო

ოფიციალურად: საქართველო - რუსეთის მატჩი გადაიდო

"რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კორონავირუსის გამო, მათი ორგანიზებით გასამართი ყველა ტურნირის შეხვედრა 15 აპრილამდე გადადებულია. 

მათ შორისაა: რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის სამივე შეხვედრა, ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც 22-28 მარტს პორტუგალიაში უნდა ჩატარებულიყო, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც 12-18 აპრილს უნდა ჩატარებულიყო და 18-წლამდელების განვითარებადი ნაკრებების მატჩები სერბეთში და ჩეხეთში.

შესაბამისად, გადაიდება საქართველო - რუსეთის დაპირისპირებაც, რომელიც 14 მარტს "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარებულიყო და დღეის გადაწყვეტილებით, ეს უმაყურებლოდ უნდა მომხდარიყო, თუმცა რაგბი ევროპამ უსაფრთხოების უფრო მკაცრ ზომას მიმართა. 

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში