20 წ. ფრანგული ტურნე | შემადგენლობა პირველი მატჩისთვის

20 წ. ფრანგული ტურნე | შემადგენლობა პირველი მატჩისთვის

rugby.ge

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ხვალ საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან პირველ საკონტროლი შეხვედრას დაიწყებს.

ჩვენი გუნდი ზედიზედ მეხუთე, 2020 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ზაფხულში იტალია მასპინძლობს. მზადების ეტაპზე მაისურაძის შეგირდებმა უკვე გამართეს ორი მაღალი დონის შეხვედრა, შარშან დეკემბერში, როდესაც საქართველოს სამხრეთ აფრიკის ნაკრები ეწვია.

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 21 თებერვალს გაემგზავრნენ და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორი წლის გამარჯვებულს ორჯერ შეხვდებიან. მართალია ფრანგები განვითარებადი ნაკრების სახელით თამაშობენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ექვს ერში თამაშობს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა იმ 60 მორაგბიდან შეირჩევა, რომლებიც ექვს ერსა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ფრანგებთან პირველი შეხვედრა 26 თებერვალს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ლილის მახლობლად მდებარე ბერგში გვექნება და ის ადგილობრივი დროით 15 საათზე (ჩვენი დროით 18 საათი) დაიწყება. რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, განაცხადში ორივე გუნდს 30-30 მოთამაშე ეყოლება, შეცვლების შეუზღუდავი რაოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, მეორე მატჩში, რომელიც 1 მარტსაა დანიშნული, გუნდები უკვე 23-23-კაციანი შემადგენლობებით ითამაშებენ.

პირველ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში 5 ლეგიონერია – ორივე ბურჯი, ორივე მეორეხაზელი და შერკინების შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი. განაცხადშია 20-წლამდელთა კაპიტანი დემე თაფლაძე, რომელსაც გასულ შაბათს ბელგიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებში ჰქონდა დებიუტი და საფრანგეთში მყოფ თანატოლებს მოგვიანებით შეუერთდა. 



 

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი. 18 საათი (საქ. დრო)

განვითარებადი საფრანგეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკა მამისაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

GPS: შალვა მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]