კორონავირუსის გამო, 6 ერის ორი მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ არის

კორონავირუსის გამო, 6 ერის ორი მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ არის

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიხედვით 6 ერზე იტალიის ნაკრების ბოლო ორი მატჩის ჩატარება კორონავირუსის გავრცელების გამო რისკის ქვეშ არის. 

დარჩენილ ორ ტურში იტალიის ნაკრები 7 მარტს ჯერ ირლანდიას უნდა ესტუმროს, 14 მარტს კი ინგლისს რომში უნდა უმასპინძლოს, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით ორივე მატჩი კორონავირუსის გავრცელების გამო საფრთხის ქვეშ არის და ტურნირის ორგანიზატორების მხრიდან სიტუაციის მონიტორინგი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში იტალიაში გასამართი პრო 14-ის ტურის ორი მატჩი უკვე გადაიდო. 6 ერის ორგანიზატორები იტალიის რაგბის კავშირთან აქტიურ კონტაქტზე იმყოფებიან და ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიის ნაკრების ლეგენდა სერჯო პარისეს გამოსამშვიდობებელი მატჩი სწორედ ბოლო ტურში ინგლისის ნაკრებთან მატჩში აქვს დაგეგმილი. 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]