"იტალიელი ვარ, მაგრამ 6 ერში თამაშს არ ვიმსახურებთ" - ქომაგები შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ

"იტალიელი ვარ, მაგრამ 6 ერში თამაშს არ ვიმსახურებთ" - ქომაგები შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ

შაბათ-კვირას 6 ერის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. იტალია "სტადიო ოლიმპიკოზე" შოტლანდიას დაუხვდა და ამ მატჩს მასპინძელთა ქომაგები დიდი იმედით ელოდებოდნენ.

"აძურის" 6 ერში უკანასკნელად 2015 წელს, სწორედ შოტლანდიასთან ჰქონდა მოგებული, მას შემდგომ კი ზედიზედ 24 მატჩში დამარცხდა და იმედოვნებდნენ, რომ ამ საშინელ სერიას ისევ "ნარშავებთან" შეწყვეტდნენ, მაგრამ უშანსოდ 0:17 წააგეს და მიმდინარე გათამაშებაში, მოედანი მეორედ დატოვეს უქულოდ. 

ფრანკო სმიტის შეგირდებმა პირველ ტურში უელსთან შეირცხვინეს თავი და კარდიფში 0:42 განადგურდნენ, შემდეგ კი "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთთან 22:35 წააგეს. შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ, "აძური" 6 ერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაერთმა ქომაგმა გააკრიტიკა. უმრავლესობის აზრით, იტალია 6 ერში თამაშს არ იმსახურებს. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ აზრს რამდენიმე იტალიელი გულშემატკივარიც დაეთანხმა. ჩვენ კომენტარების ნაწილი ამოვკრიბეთ და აქვე გთავაზობთ. 

რობერტო დე კანდიდო: "გასულ კვირას საფრანგეთთან ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, მე ნამდვილად კარგ თამაშს ველოდი იტალიისგან, თუმცა ვცდებოდი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ყველანაირად."

ფიონა კეინი: "ამ ეტაპზე, ტურნირზე დანარჩენი ხუთი გუნდი უნდა მონაწილეობდეს. იტალიისგან მხოლოდ იმის მოლოდინი მქონდა, რომ ქულას გაიტანდა."

ლუკა პროიეტი: "6 ერში უნდა შეიქმნას ახალი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ბოლო ადგილოსანს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის სარელეგაციო მატჩს. ეს კარგი იქნება ტურნირის გაუმჯობესებისთვის და კონკურენციისთვის, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება."

ჯონ ინიფი: "6 ერიდან შოტლანდია და იტალია უნდა გარიცხონ, რომლებიც სამხრეთ აფრიკამ და იაპონიამ უნდა ჩაანაცვლონ."

ლი ჯონსი: "საშინელი თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან. მე, ირლანდიელი გულშემატკივარი ვამბობ, რომ გრეგორ თაუნსენდმა უნდა დატოვოს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი. 6 ერს ძლიერი შოტლანდია სჭირდება და არა ასეთი."

ფრანჩესკა პელეგრინი: "მე ვარ იტალიელი და უნდა ვთქვა, რომ იტალია არ იმსახურებს ამ ტურნირში თამაშს."

აარონ ფლინი: "რა მოაქვს იტალიას ტურნირისთვის, გარდ იმისა, რომ სხვა გუნდებს ურიგებს ქულებს? დროა, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ."

ტონი ლე ბლანკი: "საჭიროა, რომ მეექვსე გუნდს გადავხედოთ და ვიფიქროთ მის შემცვლელზე. ფაქტია, რომ იტალია საჭირო დონეზე არ არის."

მარიან აკიობანიტეი: "იტალიამ ზედიზედ 25-ე მატჩი წააგო 6 ერში."

ლევი გრიფითსი: "ხალხი ამბობს, რომ 6 ერში საქართველოს ადგილი არაა, მაგრამ იტალიას იცავს."

დეილ ქასინსი: "იტალია 20 წელია 6 ერშია, მაგრამ მათი დონე არ გაუმჯობესდა. რატომ არიან აქ?"

სტივ ჰობით თოდი: "იტალია ნებისმიერ ტურნირზე აუტსაიდერია. ვერ ვიტყვი, რომ შოტლანდიამ ამ მატჩში თავი შეირცხვინა, რადგან გამარჯვება, არის გამარჯვება, მაგრამ სხვა საკითხია, თუ რამდენად იმსახურებს იტალია 6 ერში თამაშს."

საიმონ ბრაიერი: "ზედიზედ 25 წაგება. იტალიის ბოლო წელი 6 ერში?"

ანდრეა სპადონი: "გთხოვთ, რომ გაგვრიცხოთ 6 ერიდან, რადგან ჩვენ მხოლოდ უხერხულობაში ვართ." 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]