"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი განახლდა: იტალია დაქვეითდა, საფრანგეთი - ხუთეულშია

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი განახლდა: იტალია დაქვეითდა, საფრანგეთი - ხუთეულშია

შაბათ-კვირას 6 ერის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. შესაბამისად, ცვლილებები მოხდა "მსოფლიო რაგბის" რეიტინგშიც.

მოწინავე ხუთეულში დაბრუნდა საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც გასვლაზე უელსი (27:23) დაამარცხა, 1.49 სარეიტინგო გამოიმუშავა, რითაც 83.86 ქულა დააგროვა, ერთი პოზიციით წინ წაიწია და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ერთი საფეხურით უკან სწორედ უელსმა დაიხია.

შოტლანდიამ სტუმრად იტალიას (17:0) სძლია, 0.97 ქულა მოიპოვა და 79.55 ქულას მოუყარა თავი. "ნარშავებმა" იაპონიას გადაუსწრეს და მეცხრედან მერვე საფეხურზე გადაინაცვლა. ამ მარცხით 0.97 ქულა დაკარგა იტალიამ და მე-13 პოზიციიდან ერთით უკან დაიხია. "აძურის" ტონგამ გადაუსწრო. 

რუმინეთთან მარცხის შემდეგ, 1.52 ქულა დაკარგა ესპანეთმა და მე-16 ადგილიდან ორი პოზიციით დაქვეითდა. მათ ურუგვაიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაუსწრეს. რუსეთმა კი, პორტუგალიის ძლევით 0.95 მოიპოვა და 25-ე ადგილიდან ერთით წინ წაიწია. "დათვებმა" ჰოლანდია მოიტოვეს უკვე. 

საქართველოს ნაკრებს ბელგიასთან მოგებით (78:6) არაფერი შემატებია და 72.70 ქულით კვლავ მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მოწინავე ოცეული ასე გამოიყურება:

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]