ესპანეთი შეცდომებზე ჭკუას ვერ სწავლობს და კვლავ სერიოზული საფრთხე ემუქრება

ესპანეთი შეცდომებზე ჭკუას ვერ სწავლობს და კვლავ სერიოზული საფრთხე ემუქრება

როგორც ჩანს, ესპანეთის ნაკრები წარსულის შეცდომებზე ჭკუას ვერ სწავლობს. გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, მოთამაშეთა ნატურალიზაციის წესების დარღვევის სკანდალი, რის გამოც ესპანეთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. 

ამჯერად ნატურალიზაციის კანონის დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევაზეა საუბარი, რომელიც ისევ ესპანელებს შეემთხვათ. 

სამხრეთ აფრიკელი ჯონ ვესელ ბელმა ესპანეთის ნაკრებში 2019 წელს ითამაშა, თუმცა არის შანსი, რომ ესპანელებმა მისი ნატურალიზაციის პროცესში შეცდომა დაუშვეს. "მსოფლიო რაგბის" წესების მიხედვით, მოთამაშის მოქალაქეობის შესაცვლელად აუცილებელია მორაგბემ მუდმივად 36 თვის განმავლობაში იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქედაც სურს გახდომა. 

ამ პერიოდში მას უფლება აქვს ქვეყანა მცირეხნიანი პერიოდებით დატოვოს, თუმცა საერთო ჯამში ეს დღეები 60 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. როგორც პასპორტიდან ირკვევა ვესელ ბელმა კანონით გათვალისწინებულ ვადას 8 დღით გადააჭარბა და ნატურალიზაციის პერიოდში საზღვარგარეთ 68 დღის მანძილზე იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით ვესელ ბელი რუმინეთთან მატჩის განაცხადშიც იყო და მას შემდეგღა თქვეს მასზე უარი, რაც მასპინძლებმა აღნიშნული მოთამაშის საბუთები მოითხოვეს. 

თუ ესპანელთა მხრიდან ნატურალიზაციის წესების დარღვევა დადასტურდება შესაძლოა მათ საქართველოს და რუსეთის ნაკრებებთან ტექნიკური წაგებები ჩაეთვალოთ. 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]