ოფიციალურად: კორონავირუსის გამო, პრო 14-ის ორი შეხვედრა გადაიდო

ოფიციალურად: კორონავირუსის გამო, პრო 14-ის ორი შეხვედრა გადაიდო

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გინეს პრო 14-ის მეცამეტე ტურის ორი შეხვედრა კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო.

საუბარია, იტალიაში გასამართ შეხვედრებზე. ამ მომენტისთვის, კორონავირუსი 37 ქვეყანაშია გამოვლენილი, მისი მთავარი ევროპული კერა კი სწორედ იტალია გახლავთ. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ლომბარდიის, ვენეტოს და ემილია-რომანიის რეგიონებში, სადაც გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის სერია A-ს საფეხბურთო მატჩები, ქალთა 6 ერის იტალია - შოტლანდიის დაპირისპირება და იტალიის შიდა ჩემპიონატის ტოპ 12-ის შეხვედრები. შეწყდა სასწავლო პროცესიც. 

ამ მომენტისთვის, ლომბარდიაში კორონავირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, ვენეტოში 32 ადამიანი ებრძვის დაავადებას, ხოლო ემილია-რომანიაში - 18. მთელი იტალიის მასშტაბით ვირუსის 229 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 6 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 

შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებს იღებს პრო 14-ის ხელმძღვანელობაც, ითვალისწინებს იტალიაში არსებულ ვითარებას, იქაური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და 29 თებერვალს გასამართი ორი მატჩი გადადებულად იქნა გამოცხადებული. "ძებრეს" საკუთარ მოედანზე, ანუ პარმაში უელსური "ოსპრისის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. პარმა სწორედ ემილია-რომანიის რეგიონში მდებარეობს, რომელიც საშიშ ზონადაა გამოცხადებული. მეორე მატჩში "ბენეტონს" ირლანდიური "ალსტერისთვის" ქალაქ ტრევიზოში უნდა ემასპინძლა, რომელიც ვენეტოს რეგიონში მდებარეობს, კიდევ ერთ საშიშ წერტილში. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ზემოხსენებული დაპირისპირებები.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]