ირაკლი აბუსერიძე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ირაკლი აბუსერიძე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

მიზეზი საარჩევნო ყრილობაზე კვორუმის არარსებობაა. როგორც გაირკვა, 42 დელეგატიდან მხოლოდ 20 გაიარა რეგისტრაცია.

არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით ისაუბრა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ.

"დღევანდელი არჩევნები იმის გამო ჩაიშალა, რომ დელეგატების ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა, ხოლო წესდებით გათვალისწინებულია, რომ 2/3 უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო კრებამ ეს დაამტკიცა და თქვა, რომ ყრილობა ჩაშლილია. 

ვეტერანმა მორაგბეებმა, ვის ხელშიც მე გამოვიარე და მათი დამსახურებაცა, რომ წარმატებას მივაღწიე, მკითხეს ამ ყველაფრის შესახებ, რაზეც ვუთხარი, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნიდან უნდა ვიმსჯელოთ შედეგებზე. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ყოველთვის სიმართლით მოვდიოდი. ქართულ რაგბიში ხალხი ყოველთვის ცდილობდა, რომ ფული სახლიდან მოეტანა, რომ რაგბი შენარჩუნებულიყო და აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, დღესდღეისობით სხვანაირად არის. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან არიან მწვრთნელები, ბავშვები და კლუბის პრეზიდენტები, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, იმის, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს, მაგრამ მეორე მხარიდან ეს სხვანაირად ხდება. ამიტომ, ჯერ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

დელეგატები რატომ არ გამოცხადნენ, ჯობს თავად კითხოთ. აქაც იყვნენ დელეგატები, თუმცა პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ, რადგან უსამართლობა ხდება და კითხვის ნიშნებია. ვისაც აინტერესებდა აუდიტის დასკვნა, რომელიც სოციალურ ქსელშია გავრცელებული, ყველამ ამობეჭდა, წაიკითხა და სათანადო კონსულტაცია გაიარა. 

ახლა გამგეობა დანიშნავს სხდომას და შემდეგ გაირკვევა არჩევნების ახალი თარიღი. წესდებაში წერია, რომ მინიმუმ ათ და უგვიანეს ოცდაათ დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები", - განაცხადა აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კანდიდატურა მოხსნა (იხილეთ ამ ბმულზე) და აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი კლუბების გამო, საარჩევნო ხმების უსამართლოდ გადანაწილება ხდება.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]